ალი ხამენეი: ირანის ისლამური რესპუბლიკა დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს
ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ მას დაამხობენ. ამ განცხადებას ხამენეი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებზე საუბრისას და უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების დახმარებით ირანის დესტაბილიზაციის მცდელობების ბრალდების ფონზე აკეთებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
"ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც იყვნენ ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა შაჰი, თავიანთი ქედმაღლობის პიკზე დაამხეს. მასაც დაამხობენ", — განაცხადა ხამენეიმ.
მისი თქმით, ისლამური რესპუბლიკა ამ არეულობის წინაშე უკან არ დაიხევს.
"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისლამური რესპუბლიკა ასიათასობით ღირსეული ადამიანის სისხლით მოვიდა ხელისუფლებაში და იგი დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს," — თქვა მან.
ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებზე საუბრისას ხამენეიმ დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის გახარების მცდელობაში დაადანაშაულა. "მათ უნდათ, რომ ის გაახარონ. მას რომ ქვეყნის მართვა სცოდნოდა, საკუთარ ქვეყანას მართავდა," — განაცხადა მან და დაამატა, რომ შეერთებულ შტატებში მრავალი შიდა პრობლემა არსებობს.
ხამენეიმ მხარდამჭერებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
"ძვირფასო ახალგაზრდებო, შეინარჩუნეთ მზადყოფნა და ერთიანობა. ერთიანი ერი ნებისმიერ მტერს დაამარცხებს," — განაცხადა მან.
ცნობისთვის, ირანში მასობრივი ქუჩის საპროტესტო აქციები 28 დეკემბრიდან მიმდინარეობს. ისინი თეირანის მთავარ ბაზარში დაიწყო, სადაც ჰიპერინფლაციისა და ფასების მკვეთრი რყევებზე პროტესტის ნიშნად ბევრმა მაღაზიის მეპატრონემ თავისი სავაჭრო ობიექტი დახურა.
29 დეკემბერს ირანის ეროვნული ვალუტა, რიალი, ახალ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა (ერთი რიალი დაახლოებით 0.00002 ევროს ტოლი იყო). მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ირანში სურსათის ინფლაციამ 64.2%-ს მიაღწია — ეს მაჩვენებელი ქვეყნის ანტიინფლაციური რეიტინგით მხოლოდ სამხრეთ სუდანს უსწრებს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები