ირანში შეტაკებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
ფოტო: Majid Asgaripour/WANA (West Asia News Agency) via REUTERS/File Photo
ირანში არეულობის დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters საინფორმაციო სააგენტო Fars-ზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის დასავლეთ პროვინცია ლორესტანში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისას, სამი დემონსტრანტი დაიღუპა და 17 ადამიანი დაშავდა.
"არეულობაში მონაწილეები ხუთშაბათს, დაახლოებით 18:00 საათზე (ადგილობრივი დროით), პოლიციის შტაბში შეიჭრნენ… ისინი პოლიციის ძალებს დაუპირისპირდნენ და ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე პოლიციის ავტომობილს," — იტყობინება Fars.
Fars-ის ცნობით, ლორდეგანში უსაფრთხოების ძალებსა და, როგორც სააგენტო მათ უწოდებს, "შეიარაღებულ დემონსტრანტებს" შორის შეტაკებებისას ორი ადამიანი დაიღუპა. მანამდე სააგენტო აცხადებდა, რომ დაღუპულთა რიცხვი მეტი იყო. Hengaw-ის განცხადებით, იქ უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე ადამიანი მოკლეს და დაჭრეს.
რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ ქუჰდაშტში მისი დაქვემდებარებული მოხალისე პარამილიტარული ფორმირების — ბასიჯის — ერთი წევრი დაიღუპა და 13 დაიჭრა. მათ პასუხისმგებლობა დემონსტრანტებს დააკისრეს და განაცხადეს, რომ ისინი საპროტესტო ფონით
მოვაჭრეები, მაღაზიის მფლობელები და რამდენიმე ირანული უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე რამდენიმე დღეა დემონსტრაციებს მართავენ და მსხვილ ბაზრობებს კეტავენ. მთავრობამ ოთხშაბათს ქვეყნის დიდი ნაწილი დახურა და სიცივის გამო უქმე დღე გამოაცხადა.
ბოლო წლებში ხელისუფლებამ არაერთხელ ჩაახშო პროტესტები მაღალი ფასების, გვალვის, ქალთა უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების გამო, ხშირად მკაცრი უსაფრთხოების ზომებითა და მასობრივი დაკავებებით.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ეკონომიკა წლებია სირთულეებს განიცდის, ძირითადად თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული აშშ-ისა და დასავლეთის სანქციების გამო. ივნისში ისრაელთან 12-დღიანმა საჰაერო ომმა ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას დამატებითი დარტყმა მიაყენა.
2025 წელს ირანული რიალი დოლართან მიმართებაში დაახლოებით ორჯერ გაუფასურდა, ხოლო ოფიციალურმა ინფლაციამ დეკემბერში 42.5% შეადგინა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები