ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული [ნივთიერება] ამას ადგენს გამოძიება და საზოგადოებას ეცნობება მოგვიანებით — ირაკლი კობახიძე BBC-ის გამოძიებაზე
ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ BBC-ის გამოძიებაზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული [ნივთიერება] ამას ადგენს გამოძიება და საზოგადოებას ეცნობება მოგვიანებით. მისივე თქმით, უკვე შეძლება ითქვას, რომ "კამიტს არ შეიცავდა ეს კონკრეტული ფხვნილი".
"სუს-მა დაიწყო გამოძიება და გამოძიების შედეგები დეტალურად ეცნობება საზოგადოებას. ერთია დოკუმენტაცია და მეორეა ფხვნილის ანალიზი. სრულფასოვანი ანალიზი ჩატარდება და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას.
...3439 კოდის ქვეშ არის კამიტიც, თუმცა უკვე რაც შეძლება ითქვას, კამიტს არ შეიცავდა ეს კონკრეტული ფხვნილი. დანარჩენებზე დეტალური ანალიზები გრძელდება და დეტალური ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას. მაგას ადგენს გამოძიება რაიმე აკრძალულს შეიცავდა თუ არა ფხვნილი. ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული [ნივთიერება] ამას ადგენს გამოძიება და საზოგადოებას ეცნობება მოგვიანებით. ...შსს-ს ექნებოდა ინფორმაცია, რომ აკრძალული ნივთიერებებს არ შეიცავდა ეს ფხვნილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველაფერს გადახედავს გამოძიება", — განაცხადა ბრიფინგზე ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ BBC-ის გამოძიებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, "2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა" და "თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი".
"2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა, რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის, რომ შეუძენია, თუ ასეთი რამე დადგინდა. არ გისურვებთ, რომ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამოვლინდეს როგორც დამნაშავე ამ საქმეში", — თქვა კობახიძემ.
კობახიძემ ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა.
"არ იქნება სერიოზული, რომ მე წინ გავუსწრო გამოძიებას და გითხრათ ის თუ რამდენად აკრძალული ან არაკრძალული ნივთიერებები იყო გამოყენებული, უფრო სერიოზული იქნება თუ მოგიწოდებთ, რომ დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიებისგან მივიღოთ პასუხი. გამოძიება დაიწყო და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ნივთიერებებს შეიცავდა ფხვნილი, როგორ შეიძლება მე ასეთი არასერიოზული განცხადება გავაკეთ და ვთქვა, რომ რაღაცას შეიცავდა და რაღაცას არ შეიცავდა", — განაცხადა ოცნების პრემიერმა.
მანამდე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ "გეგმავენ მიმართონ როგორც ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია".
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიებაში ნათქვამია, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომის დროინდელი ტოქსიკური ნაერთი "კამიტე" გამოიყენა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
კომენტარები