სკოლის ფორმა, ერთი სახელმძღვანელო, მობილურების აკრძალვა, "რეპეტიტორიუმი" — რას მოიცავს "ოცნების" განათლების რეფორმა?
ოცნების ხელისუფლების განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე იმ ძირითად ცვლილებებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც ქართული ოცნება განათლების რეფორმის ფარგლებში გეგმავს.
დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა ნაწილი 2026 წლიდან დაინერგება, ნაწილი 2027-28 წლიდან, ასე გამოიყურება:
1) 11-წლიანი სწავლება — 2026 წლიდან;
2) მოსწავლეების სახლთან ახლოს მყოფ სკოლებში ჩარიცხვა;
2) I-VI კლასებში საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმები;
3) ე.წ. რეპეტიტორიუმი XI კლასში;
4) მხოლოდ ერთი და საერთო სახელმძღვანელოთი სწავლება;
5) მობილური ტელეფონების აკრძალვა და ა.შ.;
გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ახლანდელ მეცხრე კლასელებს 11 წელი მოუწევთ სწავლა, ხოლო სურვილის შემთხვევაში მე-12 კლასის სწავლებაზე დარეგისტრირება შეეძლებათ. ამ ცვლილებებიდან გამომდინარე იგეგმება კონკრეტული საშუალო სკოლების გახსნა, სადაც მოსწავლეები დამამთავრებელ წელს გაივლიან.
"11-კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში. ასევე, როგორც მოგახსენეთ, იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი ექნებათ მეთორმეტე კლასშიც ისწავლოს, შესაბამისად ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ. იმის მიხედვით თუ რამდენი დარეგისტრირდება, შესაბამის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულ საშუალო სკოლებში გავხსნით მეთორმეტე კლასს. ახალგაზრდებს მივცემთ საშუალებას აიღონ როგორც მეთერთმეტე, ისე მეთორმეტე კლასის ატესტატი," — თქვა მიქანაძემ.
რაც შეეხება სკოლის დაწყების ასაკს, მიქანაძის განმარტებით, სკოლა იმ მოსწავლეებს მიიღებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ. ცვლილებები ეხება სკოლაში რეგისტრაციასაც — ის საცხოვრებელ-ტერიტორიულ პრინციპთან იქნება დაკავშირებული. ამ რეგისტრაციის ცვლილებით, მოსწავლე მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს არსებულ საჯარო სკოლაში მოხვდება.
"გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, უჭირთ სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება. ამიტომ ჩვენი მიზნებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი. ვაპირებთ, შემოვიღოთ სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ-ტერიტორიულ პრინციპთან. პირველ ეტაპზე ეს განხორციელდება დიდ ქალაქებში და შემდეგ საჭიროებიდან გამომდინარე ქვეყნის მასშტაბებით გავრცელდება," — თქვა მიქანაძემ.
მისი თქმით, განათლების სისტემის რეფორმა შეეხებათ აბიტურიენტებსაც — შემოიღებენ ე.წ. რეპეტიტორიუმს, რაც მოსწავლეებს იმ საგნებში მოამზადებს, რომელთა ჩაბარებაც ეროვნულ გამოცდაზე მოუწევთ. მიქანაძის განმარტებით, მათი მიზანია განათლების დონე ისე აწიონ, რომ მოსწავლისთვის სკოლის განათლება საკმარისი იყოს ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.
"ჩვენ მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი. როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რომლებიც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება 1-წლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით, სკოლის გარეთ, სასწავლო პროცესებში ჩართვა.
მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს დაკავშირებული," — განაცხადა მიქანაძემ.
რეფორმის ფარგლებში ასევე იგეგმება სახელმძღვანელოების შეცვლა — სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს დაიწეროს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები და გაუქმდება სკოლებში სხვადასხვა სახელმძღვანელოებით სწავლების პრინციპი.
"ჩვენ 2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით სკოლაში, დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები.
ეს სახელმძღვანელოები დაინერგება შემდეგი სტანდარტით - ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთი და იმავე დისციპლინაში აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელოები და ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, ერთიანი პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია გაზომვადობა იქნება უზრუნველყოფილი," — თქვა მიქანაძემ.
ამას გარდა, მიქანაძემ დღეს განაცხადა, რომ 2026 წლის სასწავლო წლიდან I-VI კლასებში სასკოლო ფორმა სავალდებულო გახდება. მისი განცხადებით, სოციალურად დაუცვლი ოჯახები სასკოლო ფორმაზე სახელმწიფოსგან "მხარდაჭერას მიიღებენ".
"ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები.
ამასთანავე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60 000 ქულით, ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიღებს ფორმებთან დაკავშირებით," — თქვა მიქანაძემ.
კიდევ ერთი სიახლე, რაც გივი მიქანაძემ დღეს გააჟღერა სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვას უკავშირდება. მისი თქმით, "მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება".
"შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაიგეგმება და მაქსიმალურად დაცული იქნება ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და არც ბავშვს მშობელთან ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერღვეს," — თქვა მიქანაძემ.
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე
გადახედვა
-
რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო
-
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
სუხიშვილები — საქართველოს შემოქმედება | ანსამბლის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი სუხიშვილები — საქართველოს შემოქმედება | ანსამბლის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
გადახედვა
-
LGBTQ+ თემატიკის გამო რუსეთმა ცნობილი ფილმები აკრძალა LGBTQ+ თემატიკის გამო რუსეთმა ცნობილი ფილმები აკრძალა
გადახედვა
-
პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ლაბორატორიაში რადიოაქტიური ნალექების სიმულაცია შექმნეს — კვლევა მეცნიერებმა ლაბორატორიაში რადიოაქტიური ნალექების სიმულაცია შექმნეს — კვლევა
გადახედვა
-
"პატარა წითელი წერტილები" შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს "პატარა წითელი წერტილები" შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს
გადახედვა
-
2026 წლის მუნდიალი რიცხვებში — საპრიზო ფონდი, ხარჯები და გუნდების ფასები 2026 წლის მუნდიალი რიცხვებში — საპრიზო ფონდი, ხარჯები და გუნდების ფასები
გადახედვა
-
Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია — ყოველი წვეთი ძვირფასია — შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია — ყოველი წვეთი ძვირფასია — შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა
-
რა ეტაპზეა ახალი სტადიონის პროექტი? რა ეტაპზეა ახალი სტადიონის პროექტი?
გადახედვა
-
შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე გაიმართა
-
გასავარჯიშებელი პაემნები — რატომ ირჩევს Gen Z მიზანმიმართულად არამიმზიდველ პარტნიორებს? გასავარჯიშებელი პაემნები — რატომ ირჩევს Gen Z მიზანმიმართულად არამიმზიდველ პარტნიორებს?
გადახედვა
-
კვლევა: რუსეთის ეკონომიკური რეზერვები ამოიწურა კვლევა: რუსეთის ეკონომიკური რეზერვები ამოიწურა
გადახედვა
-
კანადაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოცმედიის ანგარიშებს კრძალავენ კანადაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოცმედიის ანგარიშებს კრძალავენ
გადახედვა
-
სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავებულ საქმეზე 22 პირი დააკავეს — მათ შორის არიან ბერენ საათი და ქენან დოღულუ სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავებულ საქმეზე 22 პირი დააკავეს — მათ შორის არიან ბერენ საათი და ქენან დოღულუ
გადახედვა
-
შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს დაეხმაროს შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს დაეხმაროს
გადახედვა
-
TI: "ოცნების" დეპუტატ გიორგი ჭყონიას კომპანიას ₾1.3 მლრდ-ზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული TI: "ოცნების" დეპუტატ გიორგი ჭყონიას კომპანიას ₾1.3 მლრდ-ზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული
გადახედვა
-
აჭარაში უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც რამდენიმე ასეული მლნ დოლარის კრიპტოვალუტა გაათეთრეს აჭარაში უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც რამდენიმე ასეული მლნ დოლარის კრიპტოვალუტა გაათეთრეს
გადახედვა
კომენტარები