ღაზის ომის პერიოდში ისრაელს ნავთობის 40% აზერბაიჯანმა მიაწოდა — რა წერია Oil Change International-ის ანგარიშში?
ნავთობინდუსტრიის მონიტორინგის არასამთავრობო ორგანიზაცია Oil Change International-ის მონაცემებით, ღაზის ომის პერიოდში ისრაელის ნედლი ნავთობის იმპორტის 40% აზერბაიჯანიდან იყო შემოსული.
ორგანიზაციამ ანგარიში COP30-ის — გაეროს წლიური კლიმატის სამიტის — პარალელურად გამოაქვეყნა.
დოკუმეტში წერია, რომ აზერბაიჯანმა (თურქეთის მეშვეობით) და ყაზახეთმა (რუსეთის მეშვეობით) ისრაელს 2023 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდში ნედლი ნავთობის დაახლოებით 70% მიაწოდეს. აზერბაიჯანული ნავთობი 7 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობით ლიდერობდა, რაც მთლიანად იმპორტირებული მოცულობის თითქმის 40%-ს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში ბაქო–თბილისი–ჯერხანის (BTC) მილსადენით განხორციელებული 61 პარტია აზერბაიჯანული ნავთობის საბუთებში წარმოშობის ქვეყნად თურქეთი ფიქსირდებოდა.
მეორე ადგილზე ყაზახეთი იყო, რომელმაც რუსეთიდან ისრაელს დაახლოებით 5.3 მილიონი ტონა ნავთობი მოაწოდა.
ანგარიშში დოქტორ ირინა პიეტროპაულის სამართლებრივი ანალიზია მოყვანილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნებმა, რომლებიც აზერბაიჯანს ნედლ ან გადამუშავებულ ნავთობს აწვდიან, უნდა "გააცნობიერონ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციებში მათი სამხედრო ან სხვა ტიპის ხელშეწყობამ, გენოციდის კონვენციის შესაბამისად, ისინი შესაძლოა გენოციდში თანამონაწილეობის რისკის წინაშე დააყენოს."
დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ისრაელს ომის მიმდინარეობისას საწვავს აწვდიდნენ, ამას "მისი ბარბაროსობის გაცნობიერებით" აკეთებდნენ.
აზერბაიჯანსა და ისრაელს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ: ბაქო ისრაელს ენერგიას აწვდის, ხოლო სანაცვლოდ თანამედროვე შეიარაღებას იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი უფრო და უფრო მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი ხდება ღაზაში ომის მიმდინარეობისას აზერბაიჯანი კიდევ უფრო აძლიერებს მასთან კავშირს, განსაკუთრებით სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის მეშვეობით.
ივნისში SOCAR-მა "თამარის" საბადოში 10%-იანი წილი შეიძინა — ეს ერთ-ერთი უდიდესი გაზის საბადოა ისრაელში, ჰაიფადან 90 კილომეტრში.
ამ გარიგების სავარაუდო ღირებულება 1.25 მილიარდ დოლარს შეადგენს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
გადახედვა
-
უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით! უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით!
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები 10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები
გადახედვა
-
ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს
-
სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა
გადახედვა
-
EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
გადახედვა
-
"დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე "დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე
-
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
"ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული "ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული
გადახედვა
-
Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს
გადახედვა
-
"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო "სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით
გადახედვა
კომენტარები