ეხო კავკაზა: მარია ზახაროვამ და პრორუსმა მამუკა ფიფიამ ჟენევის დისკუსიების ადგილის ცვლილებაზე ისაუბრეს
18 ოქტომბერს, საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ლოკაციის ცვლილებაზე ისაუბრეს. შეხვედრის ამსახველი ფოტო ფიფიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია "ეხო კავკაზამ" გაავრცელა.
მათი ცნობით, შეხვედრასთან დაკავშირებით ფიფიამ თქვა, რომ ზახაროვას ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის შესაძლებლობაზე ესაუბრა, რადგან "შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანა აღარაა".
"ეხო კავკაზა" წერს, რომ ფიფიას განმარტებით, ზახაროვამ მას პირობა მისცა, რომ ამ საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და მის მოადგილე მიხაილ გალუზინთან განიხილავს.
მოგვიანებით ზახაროვამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტი გააზიარა, რომელშიც ეხო კავკაზას ცნობა უარყოფილია.
"როგორი მატყუარები არიან!," — დაწერა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების თქმით, გავრცელებულ ინფორმაცია "საგარეო პოლიტიკით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი ბოროტი განზრახვის მქონე და ცინიკური პროვოკაციაა".
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დისკუსიების ლოკაციის შეცვლის სურვილი უარყოფილი არაა. მათი განმარტებით, "მოსკოვი სოხუმთან და ცხინვალთან ერთად შეხვედრების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანას ემხრობა — მართლაც ნეიტრალურ და ყველა მონაწილისთვის მისაღებ სადისკუსიო ადგილზე".
"გვინდა აქცენტი გავაკეთოთ რიგ, ჩვენი აზრით, პრინციპულ დეტალებზე, რომლებიც ეხება ნახსენებ ფორმატთან დაკავშირებით რუსულ მიდგომას, რაც არაერთხელ გაგვიჟღერებია. კერძოდ, რუსეთი და მისი აფხაზი და ოსი მოკავშირეები საერთაშორისო დისკუსიებს, მათი ეგიდით მუდმივი, ურთიერთპატივისცემის გამომხატველი დიალოგის შენარჩუნებას მხარს უჭერდნენ.
დღეისათვის [ჟენევის დისკუსიები] ერთადერთ შეთანხმებულ, მრავალმხრივ პლატფორმად რჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის პოსტკონფლიქტური აღდგენის განხილვისთვის.
რაც შეეხება რეგულარული რაუნდების ჩატარების ადგილს (ასეთი სხდომები კი წელიწადში რამდენჯერმე მეორდება), მოსკოვი სოხუმთან და ცხინვალთან ერთად შეხვედრების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანას ემხრობა — მართლაც ნეიტრალურ და ყველა მონაწილისთვის მისაღებ სადისკუსიო ადგილზე.
ხსენებული პოზიცია განპირობებულია შვეიცარიის მიერ დეკლარირებულ ნეიტრალურ სტატუსზე ფაქტობრივი უარითა და ბერნის მიერ გატარებული ღიად ანტირუსული კურსით", — წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისათვის, ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ამბობდა, რომ შესაძლო ახალ ლოკაციად სერგეი ლავროვთან საუბრის დროს მინსკს განიხილავდნენ.
რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალს, მათმა წარმომადგენლებმა წარსულში დისკუსიების მინსკში გადატანის სურვილი გამოთქვეს, თუმცა, რადგან აქ გაეროს ცენტრი არაა, აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელია კენიის დედაქალაქ ნაირობიში, ან ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში.
შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზეა შექმნილი და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები