"შერცხვენილი ხართ და ჩვენ თქვენთან არ გვსურს უკვე არანაირი ურთიერთობა" — ირაკლი ზარქუა ელინა ვალტონენის
"ქალბატონო ელინა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს, ამიტომ ახლა ელაპარაკეთ რადიკალებს, უსამშობლოებს და ამით დაასრულეთ თქვენი ვიზიტი — შერცხვენილი ხართ და ჩვენ თქვენთან არ გვსურს უკვე არანაირი ურთიერთობა," — ასე უპასუხა ეუთოს თავმჯდომარეს ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.
ზარქუამ ეუთოს თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ "აცდენილია მანდატებს" და დასძინა, რომ ის ცრუობს, რადგან რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებს "მშვიდობიანი" უწოდა.
"ის, რაც ეუთოს მოქმედმა ხელმძღვანელმა და ამავდროულად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იკადრა, არაფერში წერია. ეს არის ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა. ეს არის შეურაცხყოფა, მათ შორის, დიპლომატიური მანდატის. რა გააკეთა?! რადიკალებთან ერთად დადგა რუსთაველზე, სადღაც 20-30 კაცი იყო. ბუნებრივია, რეაგირება იქნებოდა სწორი და ადეკვატური ჩვენი ხელისუფლებისგან. ის შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი, ბუნებრივია, ჩაიშლებოდა და ჩაიშალა კიდეც. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ქალბატონ ელინას, ძალიან აცდენილი არიან ისინი თავიანთ მანდატებს, როგორც ნაწილი ელჩებისა, ასევე თვითონ. ძალიან ცუდად ჩანს, როდესაც მიდიხარ რუსთაველის "პროსპექტზე" რადიკალებთან, თან ცრუობ და ამბობ მშვიდობიანი მომიტინგეები არიანო.
რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის რეზიდენციაში შევარდნენ, ქალბატონო ელინა. თქვენს ქვეყანაში, ფინეთში რადიკალებს ამის მეათედი რომ გაებედათ და მერე ჩასულიყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და იმ რადიკალებთან დამდგარიყო, მოგეწონებოდათ?! ეს ჩაიდინეთ თქვენ. შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს, ამიტომ ახლა ელაპარაკეთ რადიკალებს, უსამშობლოებს და ამით დაასრულეთ თქვენი ვიზიტი. თავი შეირცხვინეთ, დაარღვიეთ ის მანდატი, რითაც აქ ჩამოხვედით. როდესაც ჩამოდიხართ აქ ეუთოს თავმჯდომარის მანდატით და ამავდროულად, ხართ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეტი პასუხისმგებლობა და დაკვირვება გმართებთ. შერცხვენილი ხართ და თქვენთან დაკავშირებით ჩვენ არ გვსურს უკვე არანაირი ურთიერთობა," — თქვა ზარქუამ.
შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. დღეს კი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.
ოცნების ხელისუფლების მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენისთვან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
- ირაკლი კობახიძემ ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენისთვან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
- ელინა ვალტონენი: ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს
- შალვა პაპუაშვილი: "ელინა ვალტონენი მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ცარიელი ფრაზაა
- ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები