"არ არის საჭირო მივარდნები" — კახა კალაძე მეგი დიასამიძის დაკავებაზე
"საიდან გამოგაქვთ დასკვნა, რომ 5 წელი მიესჯება? მაგას არც თქვენ განსაზღვრავთ, არც მე განვსაზღვრავ. მაგ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ამიტომ პატივი უნდა ვცეთ ყველამ კანონს", — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 23 წლის აქტივისტის, მეგი დიასამიძის დაკავებაზე საუბრისას. ის 9 სექტემბერს კალაძის შტაბთან ბანერის დაზიანებისთვის დააკავეს.
კალაძის თქმით, "არ არის საჭირო მივარდნები".
"არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. რაც შეეხება პატიმრობა იქნება, სახლში გაშვება იქნება, ამას წყვეტს მოსამართლე. ... ფაქტი არის ძალიან ცუდი. არც ერთ რადიკალს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა.
...[ბანერზე გაკვრაზე] ნებართვა გვქონდა. ამას მუნიციპალიტეტისგან ნებართვა არ სჭირდება. მას სჭირდება მფლობელის ნებართვა. ეს, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს, ნაქირავები გვაქვს ფართი, ნაქირავები გვაქვს იმისთვის, რომ საარჩევნო შტაბი გაიხსნას და ის პირობა, რომ ბანერები გაიკრას, პრობლემას არ წარმოადგენს.
კანონი ყველას წინაშე ერთნაირად მუშაობას. ძალიან გულდასაწყვეტია. არავის დაჭერა არ მიხარია ყველამ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ თავი შევიკავოთ ასეთი ფაქტებისგან. ძალადობა ცუდია.
...საიდან გამოგაქვთ დასკვნა, რომ 5 წელი მიესჯება? მაგას არც თქვენ განსაზღვრავთ, არც მე განვსაზღვრავ. მაგ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ამიტომ პატივი უნდა ვცეთ ყველამ კანონს. არ არის საჭირო მივარდნები. შტაბი ხომ არ მივარდნია, ან შტაბს თვითონ ხომ არ დაუზიანებია? შეიძლება ვიღაცას აქვს პროტესტი. გააპროტესტე, ვინმე ხომ არ გიშლის პროტესტს? მაგრამ კანონის ფარგლებში უნდა იყოს ყველაფერი", — განაცხადა კახა კალაძემ 23 წლის აქტივისტის, მეგი დიასამიძის დაკავებაზე საუბრისას. ის 9 სექტემბერს კალაძის შტაბთან ბანერის დაზიანებისთვის დააკავეს.
23 წლის მეგი დიასამიძე 9 სექტემბერს კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის — "რუსული რეჟიმი" დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ეს მუხლი ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მეგი დიასამიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა დამ, ნელი დიასამიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან დაწერა, რომ "რეჟიმი ამ მეთოდებით აქტივისტების დაშინებას ცდილობს".
"დაკავებულია ჩემი და და თანამებრძოლი მეგი დიასამიძე.
რეჟიმი ცდილობს, ამ მეთოდებით შეგვაშინოს, რის გამოც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეგიც და ყველა პოლიტიკური ტყვე თავისუფალი იყოს წლის ბოლომდე!
დამხობა რეჟიმს!", — დაწერა სოციალურ ქსელში ნელი დიასამიძე.
- ნონა ქურდოვანიძე: "მეგი დიასამიძის წინააღმდეგ მაქსიმუმ სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა შეიძლებოდა"
- საბა ბრაჭველი: 23 წლის მეგი დიასამიძეს არარსებული დანაშაულის გამო ჯერ ორთვიანი, ჯამში კი ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება
- ნინო ლომჯარიას თქმით, კალაძის ბანერი სააგიტაციო მასალაა და მისი დაზიანება საარჩევნო კოდექსით უნდა ისჯებოდეს, რაზეც 1000-ლარიანი ჯარიმაა
- მიდიოდა საკუთარ სახლში, აჭარაში, სადღაც ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუსაფრდნენ — შოთა თუთბერიძე მეგი დიასამიძის დაკავებაზე
- შსს-მ კალაძის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა — ვინ არიან დაკავებულები?
-
ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
-
ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან ბერა ივანიშვილის ადვოკატი: სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან
გადახედვა
-
Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ
გადახედვა
-
მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო
გადახედვა
-
ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში? EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?
გადახედვა
-
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს
გადახედვა
-
უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის? უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის?
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა
გადახედვა
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
კომენტარები