საბა ბრაჭველი: 23 წლის მეგი დიასამიძეს არარსებული დანაშაულის გამო ჯერ ორთვიანი, ჯამში კი ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება
იურისტი საბა ბრაჭველი 9 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერის დაზიანებისთვის 23 წლის მეგი დიასამიძის სისხლის სამართლის წესით დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, გუშინ გვიან ღამით შსს-მ "წითელი ცირკულარით ძებნილის დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარა და ასე ჩამოიყვანა ბრალდებული თბილისში". მისივე თქმით, საარჩევნო ბანერის დაზიანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება.
"გუშინ შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარა — ლანჩხუთში ტრანსპორტიდან ჩამოხსნა და გვიან ღამით თბილისში ბორკილდადებული ჩამოიყვანა 23 წლის გოგო.
მას ბრალად ედება კახა კალაძის (უკანონოდ აღმართული) ბანერის საღებავით დასვრა. საღებავის წაშლას ერთი ადამიანის რამდენიმეწუთიანი შრომა დასჭირდა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ:
1. ნივთის დაზიანება დანაშაული არაა, თუ 150 ლარის ზიანი არ დამდგარა. საარჩევნო ბანერის დაზიანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 1000 ლარის ჯარიმით ისჯება.
2. ზუსტად ამის გამო, 2024 წელს მამუკა მდინარაძე ამ ქმედებას ადმინისტრაციულ დარღვევად მოიხსენიებდა.
3. ხატისთვის საღებავის შესხმის გამო, ნატა ფერაძეს 5 დღის ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
4. ოპოზიციური პარტიების ან არასამთავრობოების ოფისებისთვის საღებავის შესხმის გამო არავინ დასჯილა", — დაწერა საბა ბრაჭველმა.
იურისტი ასევე წერს, რომ მეგი დიასამიძეს "არარსებული დანაშაულის გამო, ჯერ ორთვიანი, ჯამში კი ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება." მისივე თქმით, ბანერის დაზიანებისთვის დაკავებული გოგონას მხარდასაჭერად გამოსული 3 სხვა გოგო გუშინ შსს-მ "მოიტაცა და კიდევ სხვა გოგოებს საათების რეკვა, სირბილი და ყვირილი დასჭირდათ, რომ ისინი გამოეშვათ."
"ამ გოგოს, მეგი დიასამიძეს, ხვალ ან ზეგ აღმკვეთს შეუფარდებენ, ჯამში კი 5 ( ხ უ თ ) წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის საქომაგოდ გამოსული სამი სხვა გოგო გუშინ გვიან ღამე შსს-მ მოიტაცა და კიდევ სხვა გოგოებს საათების რეკვა, სირბილი და ყვირილი დასჭირდათ, რომ ისინი გამოეშვათ.
ეს ყველაფერი ხდება აქ და ახლა, ჩვენთან, საქართველოში. ხვალ რამდენ ადამიანზე მოგვიწევს ასეთი პოსტის დაწერა, არ ვიცით.
გასაგებია, რომ ყოველდღიურ ტერორთან თვალის გასწორება ძნელი და დამღლელია, გლობალურ საკითხებზე კამათი კი — ადვილი და სასიამოვნო, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რაც ჩვენთან, ჩვენს თვალწინ ხდება. სხვა ქვეყნები, სხვაგან, თავის თავს როგორმე მიხედავენ. მე აქაურობაზე ფოკუსირებას ვირჩევ.
23 წლის მეგი დიასამიძეს, არარსებული დანაშაულის გამო, ჯერ ორთვიანი, ჯამში კი ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება. მეგი დიასამიძე იმსახურებს, რომ პირველ რიგში მასზე ლაპარაკობდეთ", — წერია საბა ბრაჭველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 23 წლის მეგი დიასამიძე კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის — "რუსული რეჟიმი" დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ეს მუხლი ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები