7-წლიანი პაუზის შემდეგ, Radiohead-მა ევროპის ტურნე დააანონსა
ფოტო: Tom Sheehan
Radiohead-ის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული სიახლე გვაქვს, რადგან ბენდმა, თითქმის 7-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ტურნე დააანონსა.
ტურნე 20 კონცერტს მოიცავს, რომელიც სათავეს 2025 წლის 4 ნოემბერს ესპანეთში აიღებს და 12 დეკემბერს გერმანიაში ჩატარებული კონცერტით დასრულდება.
"გასულ წელს, საცდელად, რეპეტიციებისთვის შევიკრიბეთ. 7-წლიანი პაუზის შემდეგ, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო ჩვენი სიმღერების ხელახლა შესრულება და მუსიკალურ იდენტობასთან დაბრუნება", — ვკითხულობთ ბენდის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებაში — "და გაგვიჩნდა სურვილი, ჩაგვეტარებინა კონცერტები...ვიმედოვნებთ, მომავალში კიდევ შევხვდებით...ჯერჯერობით, მხოლოდ ეს თარიღები იქნება...მაგრამ ვინ იცის, სად მიგვიყვანს ეს ყოველივე".
გულშემატკივრებმა Radiohead-ის შესაძლო ტურნეზე სპეკულაცია ჯერ კიდევ გასული წლის მარტში დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ბენდის წევრებმა ახალი ბიზნესი — RHEUK25 LLP — ჩამოაყალიბეს. მათი ვარაუდით, ეს სახელწოდება იშიფრებოდა, როგორც Radiohead Europe UK 2025. უკვე სექტემბერში, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, ფლაერები გამოჩნდა, რომლებშიც ლონდონისა და კოპენჰაგენის კონცერტები იყო ნახსენები.
ფოტო: Tom Sheehan
Radiohead-ის ხელახალი გაერთიანების შესახებ ინფორმაცია გულშემატკივრებისთვის გასაკვირი საერთოდ არ იყო, იმის გათვალისწინებით, რომ კოლინ გრინვუდმა (ბასგიტარა) გასული წლის სექტემბერში ჯგუფის შეკრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
მომდევნო თვეში ბენდის ვოკალისტი Radiohead-ი შეკრების ვარაუდებს გამოეხმაურა. "ვფიქრობ, დავიმსახურეთ იმის უფლება, გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის ლოგიკურია, ყოველგვარი ახსნა-განმარტების", — განუცხადა იორკმა ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციას.
ბენდმა ბოლო კონცერტი 2018 წლის აგვისტოში, A Moon Shaped Pool-ს ტურნეს ფარგლებში გამართა. ტურნე მათი მეცხრე სტუდიური ალბომის გამოშვების შემდეგ დაიწყეს, სანამ ბენდი დროებით პაუზას აიღებდა და მისი წევრები დამოუკიდებლად გააგრძელებდნენ ახალ-ახალი პროექტების შექმნას.
ფოტო: Mondadori Portfolio / Getty Images
2019 წელს იორკმა თავისი სოლო ალბომი Anima გამოუშვა, ხოლო გასულ წელს ორი ჩანაწერი, ჯონი გრინვუდთან და ტომ სკინერთან ერთად. ამასობაში, ჯონი გრინვუდმა რამდენიმე სიმღერა დაწერა ფილმისთვის — Phantom Thread და Spencer. კოლინ გრინვუდი ნიკ ქეივთან ერთად ტურნეზე იმყოფებოდა, ო’ბრაიენმა თავისი სადებიუტო ალბომი, ხოლო სელვეიმ თავისი მესამე ალბომი — Strange Dance — 2023 წელს გამოუშვა.
შეგახსენებთ, რომ ბენდმა 2018 წელს კონცერტების ჩატარებისგან დიდხნიანი პაუზა აიღო, 7 წლის შემდეგ ეს Radiohead-ის პირველი საერთო ტურნე იქნება. რაც შეეხება ბილეთებს, მათ შეძენას 7 სექტემბრიდან, ბენდის ოფიციალური საიტიდან შეძლებთ.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე? — დეკლარაცია 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე? — დეკლარაცია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები