როგორ გაუმკლავდეს საქართველო რუსეთის ჰიბრიდულ ომს?
ფოტო: VOA
ვაშინგტონში, რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი, როგორც ამერიკელები ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე "ცხელი თემაა". ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ატლანტიკურ საბჭოში სამშაბათს გამართულმა ღონისძიებამ - სტრატეგიული კომუნიკაციების და ციფრული დეზინფორმაციის პირველმა ტრანსატლანტიკურმა ფორუმმა - რომელზეც მსმენელების რაოდენობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. როგორც ორგანიზატორებმა ამერიკის ხმას უთხრეს, ფორუმისთვის შერჩეული დარბაზი 130 სტუმარზე იყო გათვლილი, მაგრამ ღონისძიებაზე 500-ზე მეტი ადამიანი მოვიდა.
მომხსენებლებს შორის იყვნენ ამერიკელი სენატორები, ნატოს და ევროკავშირის ოფიციალური პირები, ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები, დიპლომატები, დასავლეთის ქვეყნების კვლევითი ინსტიტუტების, სამეცნიერო წრეების და მედიის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო როგორც რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომების სხვადასხვა სტრატეგიას, ზემოქმედების ბერკეტებს და მეთოდოლოგიას, ასევე ამ გამოწვევებზე დასავლეთის ქვეყნების, თუ ტრანსატლანტიკური ორგანიზაციების რეაქციებს და საპასუხო ქმედებების სისტემაში მოყვანის აუცილებლობას.
კრემლის ჰიბრიდული ომი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბევრ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო კამპანიებზე და მათ შედეგებზე. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში არიან რუსეთის უახლოესი მეზობლები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, რომელთა შორისაა საქართველოც. რა უნდა იღონოს თბილისმა თავისი მწირი რესურსებით, რომ წინ აღუდგეს რუსულ ჰიბრიდულ ომს? ამ კითხვით მიმართა ამერიკის ხმამ თაჯან ილდემს, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში.
"როგორც შესავალ ნაწილში უკვე ვახსენე, მნიშვნელოვანია პარტნიორებთან თანამშრომლობა. საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ ერთობლივ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ. ერთ-ერთი მათგანია სტრატეგიული კომუნიკაციები. მხოლოდ ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების და წარსულის გაკვეთილების გაზიარებით შევძლებთ საფუძვლიან ცოდნაზე დაფუძნებული, საჭირო, აუცილებელი ინსტრუმენტებით აღვიჭურვოთ, რომ ჩვენი დროის გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ჩვენი მხრიდან, ნატოსთვის პრიორიტეტად ვთვლით ამ პარტნიორობის განვითარებას, ურთიერთობის გაღრმავებას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო" - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწემ.
"შესაძლოა გამოგადგეთ ჩეხეთის გამოცდილებაც, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის ერთგვარ შთაგონების წყაროდ იქცა" - გვითხრა იაკობ დიურმა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში. „შეგიძლიათ დაიწყოთ ეროვნული უსაფრთხოების აუდიტით და ამ პროცესით გათვალისწინებული ეტაპობრივი აქტივობებით წარმატებას მიაღწიოთ. ეს კარგი დასაწყისი იქნებოდა. შეიძლება, თქვენთვის ჩვენი მოდელის გადაღება უნივერსალური აღმოჩნდეს და იგივე, ან სხვა ქვეყნების მსგავსი შედეგები მიიღოთ. ამის გაკეთება ქვეყნის ზომის და რესურსების მიუხედავად, სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია“ - თქვა იაკობ დიურმა.
„ამერიკის ხმამ“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სთხოვა დაეზუსტებინა, თუ რა მოდელზე საუბრობდა ის და კონკრეტულად რა აქტივობებს გულისხმობდა. იაკობ დიურის განმარტებით, რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ჩეხეთში დღეს რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს. პირველ რიგში მოხდა იმის გააზრება, რომ საფრთხე რეალურია, ის არსებობს და ასევე არსებობს გზები, რომლითაც შექმნილ პრობლემებს წინ აღვუდგებით - ყვება იაკობ დიური. „თუმცა, რა თქმა უნდა, თითოეული სახელმწიფოს მთავრობის სუვერენული უფლებაა ჰიბრიდული ომის საფრთხის გააზრება, პრობლემის მრავალშრიანობის აღქმა და იმის გაცნობიერება, რომ დეზინფორმაცია და სხვა დანარჩენი კამპანიები მისი შემადგენელი ელემენტებია“.
2016 წელს აშკარა გახდა, რომ საჭირო იყო კომპლექსური, მრავალმხრივი მიდგომა და მთავრობის გადაწყვეტილებით ჯერ შეიქმნა ე.წ. ეროვნული უსაფრთხოების აუდიტი. „ამ ორგანიზაციას აქვს გამოკვეთილი სტრატეგია და საპასუხო ქმედებების როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები. განსაზღვრულია მათი რეალიზებისთვის გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯებიც. ეს მუდმივი, პერმანენტული აქტივობების მთელი ციკლია. ამას გარდა, ჩეხეთის მთავრობამ 2017 წელს შექმნა საგანგებო რგოლი, სახელწოდებით ტერორიზმთან და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრი. იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომელია დასაქმებული. მათ საქმიანობაში ბევრ სხვა ელემენტთან ერთად, შედის მედიის მონიტორინგი, პოლიტიკური და ეკონომიკური განლაგების შესწავლა და ანალიზი“.
იაკობ დიურის თქმით, ევროპაში ჩატარებული არჩევნების მაგალითზე აშკარა გახდა, რომ რუსეთის ქმედება შეიძლება ვიზუალურად გამოკვეთილი არ იყოს და კიბერ-სივრცეში მომხდარი თავდასხმებივით, ჰაკერების მიერ ანგარიშების გატეხვით და კრემლისთვის ხელსაყრელი ინფორმაციის გამოაშკარავებით არ დასრულდეს. შეიძლება ეს არც დეზინფორმაციაში და არც რუსულ პროპაგანდაში გამოიხატებოდეს. სხვადასხვა ფარული მეთოდით, "რუსეთი გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, საჯარო განხილვებზე, დებატებზე; ზემოქმედებს პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე... შესაბამისად, ტერორიზმის და ჰიბრიდული იერიშების საფრთხეების წინააღმდეგ შექმნილი ჩვენი ცენტრისთვის ევროპული გამოცდილება ნამდვილი გზამკვლევი და ერთგვარი ხელსაწყოების კომპლექტი გახდა, რომელიც მუშაობაში ძალიან დაგვეხმარა“.
ატლანტიკურ საბჭოში შეკრებილი ექსპერტების აზრით, რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ ომთან გასამკლავებლად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და საზოგადოებაში ამ საკითხებისადმი ცნობადობის ამაღლება. ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ საკითხი კომპლექსურია და შესაბამისად, მიდგომაც არ შეიძლება იყოს სწორხაზოვანი. არ არის გამორიცხული, რომ ერთი მოდელი ყველა ქვეყნისთვის უნივერსალური არ გამოდგეს. შექმნილი სიტუაციის მიხედვით, საპასუხო აქტივობა შესაძლოა პერიოდულად ერთი მიმართულებით უფრო გაიზარდოს, მეორე მიმართულებით კი საჭიროებისამებრ შემცირდეს. შექმნილი რეალობიდან ჯერჯერობით ერთი რამ დანამდვილებით იკვეთება: რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მოქმედება ყოველდღიურ, უწყვეტ მუშაობას ითხოვს.
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები