საშობაოდ ჰოგვორტსში დავბრუნდებით — ნახეთ ჰარი პოტერის სერიალის პირველი ტრეილერი
ლუმოს!
ფოტო: HBO Max
ამ დღეს ძალიან, ძალიან დიდხანს ველოდით — როგორც იქნა, HBO Max-მა ჰარი პოტერის სერიალის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ორწუთიანი ვიდეო საკმაოდ სოლიდურ წარმოდგენას გვიქმნის ლეგენდარული ჯადოსნური სამყაროს მორიგ ეკრანიზაციაზე, რომლის გამოსვლასაც მსოფლიოში მილიონობით პოტერჰედი მოუთმენლად ელოდება.
ეს ხანგრძლივი მოლოდინი კი სულ რამდენიმე თვეში დასრულდება — ტრეილერის ბოლოს ვიგებთ, რომ ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის პრემიერა დეკემბერში, საშობაოდ შედგება.
რაც შეეხება უშუალოდ ტრეილერს — მხოლოდ ეს ვიდეოც კმარა იმის დასტურად, რომ სერიალი ფილმებზე ბევრად მეტს გვიჩვენებს. ვიდეოში ჰარის თავდაპირველად მაგლების სამყაროში ვხედავთ, სადაც დეიდა პეტუნია თან თმას სჭრის და თან უმტკიცებს, რომ იგი ჩვეულებრივი ბიჭია და ასე მოქცევაც უნდა დაიწყოს. ჰარის თვალს ვავლებთ მაგლურ სკოლაშიც, სადაც მას დეიდაშვილი სხვებთან ერთად ჩაგრავს. თუმცა, იმ ერთი საოცარი წერილის შემდეგ კადრი პირდაპირ ჯადოსნურ სამყაროში გადადის და უკვე ჩვენს საყვარელ ჰაგრიდს ვხედავთ. მერე კი... აი, ამას ჰქვია შინ დაბრუნება — მონატრებული ჰოგვორტსი მთელი თავისი დიდებულებით წარმოგვიდგება: გამანაწილებელი ქუდით, მოძრავი კიბეებით, ქვიდიჩის მატჩებით და ერთადერთი და განუმეორებელი ალბუს დამბლდორით, რომლის როლში ჯონ ლითგოუს ვერც კი იცნობთ!
ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობის შესახებ ხმები წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა, HBO Max-მა ეს ყველაფერი მხოლოდ 2023 წელს დაადასტურა. მაშინ გავიგეთ ისიც, რომ მასშტაბური პროექტი მთელ ათწლეულს გასტანს, პოტერიადის თითოეულ წიგნს კი სერიალის თითო სეზონი დაეთმობა. მუშაობის პროცესში აქტიურად არის ჩართული წიგნების ავტორი ჯოან როულინგიც, რომელსაც ამჯერად აღმასრულებელი პროდიუსერის როლი აქვს მორგებული.
- ნახეთ: ჰარი პოტერის მსახიობები ფილმებში VS სერიალში (ფოტოები)
- ჰარი პოტერის სერიალი წიგნს (ცოტათი) გადაუხვევს — რა გავიგეთ პირველ სეზონზე
- ჰარი პოტერის ფილმებში გამოტოვებული 5 პერსონაჟი, რომლის ხილვაც სერიალში გაგვიხარდება
რაც შეეხება შემოქმედებით გუნდს, სერიალზე Game of Thrones-ისა და The Last of Us-ის რეჟისორი, მარკ მაილოდი, მუშაობს. პროექტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სცენარისტი და ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი კი ფრანჩესკა გარდინერი გახლავთ. გარდინერს აქამდე ისეთ გახმაურებულ სერიალებზე უმუშავია, როგორებიცაა Succession და Killing Eve.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები