ჯეი-ზიმ GQ-სთან ვრცელ ინტერვიუში თითქმის ათწლიანი დუმილი დაარღვია
ფოტო: რაშიდ ჯონსონი / GQ
ჯეი-ზიმ ჟურნალ GQ-სთან იშვიათ და ვრცელ ინტერვიუში თითქმის ათწლეულის შემდეგ პირველად დაარღვია სიჩუმე და მუსიკაზე, ბიზნესზე, ოჯახსა და ბოლო წლების ყველაზე რთულ გამოცდილებებზე დეტალურად ისაუბრა.
რეპერი, რომლის ბოლო სოლო ალბომიდან უკვე 9 წელი გავიდა, ამ პერიოდში საჯარო განცხადებებით იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა მისი გავლენა ჰიპ-ჰოპსა და პოპკულტურაზე მხოლოდ გაიზარდა, როგორც მუსიკაში, ისე ბიზნესსა და ინდუსტრიის ფორმირებაში. ინტერვიუში ის საკუთარ კარიერასაც მიმოიხილავს, მაგრამ განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ბოლო პერიოდზე, რომელმაც, მისი თქმით, ყველაზე ძლიერი ემოციური კვალი დატოვა.
ფოტო: რაშიდ ჯონსონი / GQ
2026 შეტევაა — ჯეი-ზის ახალი ეტაპი
ინტერვიუში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მესიჯი სწორედ მომავალს ეხება. ჯეი-ზი ამბობს, რომ ბოლო პერიოდი მთლიანად "თავდაცვაში" გაატარა, განსაკუთრებით იმ სკანდალის ფონზე, რომელიც მის გარშემო განვითარდა. ახლა ამ მდგომარეობიდან გამოსვლას გეგმავს და მისი სიტყვებით, ეს ინტერვიუ ფაქტობრივად პირველი ნაბიჯია ამ პროცესში:
საკმარისად ვიყავით დაცვაში, 2026 მთლიანად შეტევის წელია
ამით აღწერს ახალ ფაზას, სადაც აღარ აპირებს რეაქციულად ყოფნას და პირიქით, საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებას გეგმავს, იქნება ეს მუსიკა, ბიზნესი თუ სხვა პროექტები.
სარჩელი, რომელმაც "გული გაუტეხა"
ჯეი-ზი ინტერვიუში ვრცლად საუბრობს იმ სამოქალაქო სარჩელზეც, რომელიც სასამართლოში 2024 წლის ბოლოს შევიდა და რომელშიც მასთან ერთად შონ დიდი ქომბსიც ფიგურირებდა. საქმე ეხებოდა ქალის ბრალდებას, რომ თითქოს ის 2000 წელს, MTV Video Music Awards-ის შემდგომ წვეულებაზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ფოტო: რაშიდ ჯონსონი / GQ
რეპერი ბრალდებებს თავიდანვე უარყოფდა, ხოლო საქმე 2025 წლის თებერვალში სრულად შეწყდა და იგივე სარჩელი ხელახლა ვეღარ შევა.
მიუხედავად ამისა, ჯეი-ზი ამბობს, რომ ეს პერიოდი მისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო:
გული გამიტყდა… დიდი ხანია ასეთი ბრაზი არ მიგრძვნია, უკონტროლო ბრაზი
მისი თქმით, მსგავსი ბრალდების წაყენება უკიდურეს პასუხისმგებლობას მოითხოვს და "ასეთ რამეს ადამიანს არ უნდა აბრალებდე, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული არ ხარ". ის ასევე ხაზს უსვამს, რომ საბოლოოდ სიმართლის გამარჯვებაში თავიდანვე დარწმუნებული იყო.
განსაკუთრებით მკაფიოა მისი პოზიცია იმაზე, რომ საქმე არ დაასრულა მორიგებით. მისი თქმით, ეს შეიძლება "უფრო იაფი და სწრაფი" გამოსავალი ყოფილიყო, მაგრამ მისთვის მიუღებელი, როგორც პიროვნულად, ისე ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობის გამო.
აღსანიშნავია, რომ შონ დიდი ქომბსი ამავე პერიოდში სხვა, უფრო ფართო და მძიმე ბრალდებების საქმეში ფიგურირებს, მათ შორის სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის მიმართულებით, რის გამოც ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასამართლო პროცესს ელოდება. ეს საქმე ცალკეა იმ კონკრეტული სარჩელისგან, რომელზეც ჯეი-ზი საუბრობს.
ფოტო: რაშიდ ჯონსონი / GQ
Kendrick vs Drake, და რატომ აღარ მოსწონს battle-კულტურა
ინტერვიუში ჯეი-ზი ეხება ერთ-ერთ ყველაზე განხილულ თემასაც: კენდრიკ ლამარსა და დრეიკს შორის დაპირისპირებას. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არაერთი ბატლის ნაწილი ყოფილა, ახლა ბევრად უფრო კრიტიკულად უყურებს ამ კულტურას.
ფოტო: რაშიდ ჯონსონი / GQ
როგორც მაყურებელი, რას ფიქრობ 2024 წლის კენდრიკსა და დრეიკს შორის დაპირისპირებაზე?
მე ისეთი პასუხი მექნება, რომელიც შეიძლება არ მოგეწონოს. ჰიპ-ჰოპს ოთხი საყრდენი აქვს: ბრეიქდანსი, გრაფიტი, დიჯეინგი და ბატლი. ბრეიქდანსი უკვე აღარ არის რეპის წინა პლანზე, ის ოლიმპიური სპორტიც კი გახდა, ასე რომ, ეს "მკვდარია" [იცინის]. გრაფიტი, ლამაზია გარკვეულ ადგილებში, მაგრამ აღარ არის ჰიპ-ჰოპის ნაწილი. დიჯეი ადრე იყო წინა პლანზე: Jazzy Jeff and the Fresh Prince, Eric B. და Rakim. დღეს უკვე ნახევარი არტისტების დიჯეიც კი არ იცი ვინ არის. და ბოლო საყრდენი არის ბატლი. ჩვენ გვიყვარს ეს ემოცია და მე მიყვარს ეს მუსიკალური "კინკლაობა", მაგრამ დღესდღეობით იმდენი ნეგატიური რამ ახლავს ამას, რომ ზოგჯერ გინდა, საერთოდ არ მომხდარიყო. ახლა ვინც კენდრიკს უსმენს, სძულს დრეიკი, მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებს. ეს უკვე მის წინააღმდეგ შეტევას ჰგავს. არ ვიცი, ეს მომწონს თუ არა. არც ის ვიცი, რამდენად გვეხმარება ეს განვითარებაში, განსაკუთრებით იმის ფონზე, რაც სოციალურ მედიაში ხდება. ვიცი, შეიძლება ისე ჟღერს, თითქოს ასაკოვანი კაცი ვარ, თითს რომ იქნევს, მაგრამ აღარ ვიცი, საერთოდ უნდა იყოს თუ არა ბატლი ჰიპ-ჰოპის კულტურის ნაწილი. მომწონს ის, რომ ძალიან მოკლე დროში ბევრი მუსიკა მივიღეთ, მაგრამ რაც ამის გარშემო ხდება, რამდენიმე ნაბიჯით უკან გვწევს. ადამიანების ცხოვრების დანგრევის მცდელობას ჰგავს და უკვე ბავშვებსაც ეხება. ეს არ მომწონს.
აღარ ვიცი, საერთოდ უნდა იყოს თუ არა ბატლი ჰიპ-ჰოპის კულტურის ნაწილი
ამავე დროს დადებითად აფასებს კენდრიკ ლამარს, განსაკუთრებით Super Bowl-ის შოუს კონტექსტში, რომლის კურირებაშიც თავადაც არის ჩართული. მისი თქმით, კენდრიკი იყო სწორი არჩევანი, რადგან მას უძლიერესი წელი ჰქონდა.
რაც შეეხება იმ მოსაზრებებს, თითქოს კენდრიკის არჩევით დრეიკის წინააღმდეგ დადგა, ჯეი-ზი ამას უარყოფს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მუსიკალურ და კულტურულ ფაქტორებს ეფუძნებოდა.
ფოტო: რაშიდ ჯონსონი / GQ
ინტერვიუში ჯეი-ზი ასევე საუბრობს საკუთარ კარიერულ გზაზე, მუსიკალურ ინდუსტრიაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ბიზნესზე, ოჯახზე და შვილებთან ურთიერთობაზე, ასევე იმაზე, როგორ ხედავს წარმატებასა და გავლენას დღეს. ინტერვიუს სრულად წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალ GQ-ზე.
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
კომენტარები