ბაზისბანკი თეატრალური სივრცის — თოჯინების სახლის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
ფოტო: ბაზისბანკი
ბაზისბანკი, ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, განაგრძობს მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე — თოჯინების სახლის გენერალურ სპონსორობას. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე თეატრალური ტენდენციების დანერგვასა და თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციას ყველა თაობის მაყურებელში.
თოჯინების სახლი სრულიად განსხვავებული კონცეფციის თეატრალური გარემოა, სადაც კლასიკური და თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები თოჯინებისა და საგნების სახით ცოცხლდებიან. ვიზუალური დეტალებისა მხატვრული დამუშავება და საგნების თეატრის ელემენტები ქმნის უნიკალურ ესთეტიკას, რომელიც თანაბრად შთამბეჭდავია, როგორც მოზარდი, ისე უფროსი თაობის მაყურებლისთვის.
დამოუკიდებელი თეატრალური სივრცის შექმნის იდეა და ინიციატივა რეჟისორ ნიკა საბაშვილს ეკუთვნის. მისი მიზანია, თეატრი პასუხობდეს თანამედროვეობის აქტუალურ თემებს და გამოირჩეოდეს მაღალმხატვრული ღირებულებით. გარდა სპექტაკლებისა, თოჯინების სახლი მასპინძლობს შემოქმედებით საღამოებს და სალონურ შეხვედრებს, რაც მას მნიშვნელოვან კულტურულ ჰაბად აქცევს.
“ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნის ახალ კულტურულ ღირებულებებს. თოჯინების სახლი სწორედ ასეთი სივრცეა — ინოვაციური, მრავალმხრივი და საგანმანათლებლო. ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავს ხელოვნების ამ დარგის განვითარებასა და იმ შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეწყობას, რომელსაც ნიკა საბაშვილი და მისი გუნდი სთავაზობს საზოგადოებას.“ — განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
ბაზისბანკისა და თოჯინების სახლის პარტნიორობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. ბანკის მხარდაჭერით, თეატრმა შეძლო რეპერტუარის გამრავალფეროვნება და არაერთი ექსპერიმენტული დადგმის განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული თოჯინური ხელოვნების განვითარებისთვის.
ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერია. ბანკი ასევე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორია.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები