ამ სამი ნივთის გარეშე მოცარტი არ იქნებოდა მოცარტი
ფოტო: International Mozarteum Foundation
"ზალცბურგი ჩემი ნიჭისთვის შესაფერისი ადგილი არ არის", — წერდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი თავის ავსტრიულ მშობლიურ ქალაქზე. სინამდვილეში, მისი ოჯახი დროის დიდ ნაწილს იქიდან თავის დაღწევის გეგმების დაწყობაში ატარებდა.
მამამისი, კარის მუსიკოსი, არაერთხელ ტოვებდა ქალაქს, რათა შვილები ევროპის მასშტაბით ტურნეებში წაეყვანა და მათი ნიჭი კონცერტებზე ეჩვენებინა. მიუხედავად იმისა, რომ მოცარტებს ზალცბურგი არ უყვარდათ, ქალაქს ვოლფგანგისადმი სიყვარული არასდროს დაუკარგავს. მისი გამოსახულება ყველგანაა: ვიტრინებში თუ მარციპანის შოკოლადების შეფუთვებზე; ტურისტები სტუმრობენ სახლს, სადაც ის დაიბადა და უფრო ვრცელ საცხოვრებელს, სადაც ოჯახი მისი ცნობადობის ზრდასთან ერთად გადავიდა.
ამ ადგილებს ზალცბურგის "მოცარტეუმის ფონდი" განაგებს, რომელიც მემორიალური ნივთებისა და ინსტრუმენტების უზარმაზარ კოლექციას ფლობს. მათი ნაწილი, მაგალითად, მელნით დასვრილი პორტატული კლავიკორდი, რომელზეც მოცარტმა "ჯადოსნური ფლეიტა" დაწერა, გამოფენილია ექსპოზიციაზე — "საგანძური ზალცბურგის მოცარტეუმის ფონდიდან".
გამოფენა და მისი თანმხლები კატალოგი კომპოზიტორის მთელ ცხოვრებასა და მემკვიდრეობას მოიცავს, თუმცა დიდი ნაწილი ზალცბურგში გატარებულ ადრეულ წლებს ეთმობა. წარმოდგენილი ნივთები თვალსაჩინოდ აჩვენებს, როგორ იქცა საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ბიჭი იმ მოცარტად, რომელსაც დღეს ვიცნობთ. აი, სამი მათგანი:
მისი ბავშვობის ვიოლინო
ვოლფგანგს ეს ვიოლინო მამამ, ლეოპოლდმა, 6 თუ 7 წლის ასაკში აჩუქა. სტანდარტულ ზომაზე ბევრად პატარა ინსტრუმენტი ანდრეას ფერდინანდ მაირმა, ლეოპოლდის ერთ-ერთმა კოლეგამ ნაძვისა და ნეკერჩხლისგან დაამზადა.
მოცარტის ბავშვობის ვიოლინო
ფოტო: International Mozarteum Foundation
1750-იანი წლების შუა ხანებში ლეოპოლდმა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნების შესახებ ტრაქტატი გამოსცა. ნაშრომმა დიდი აღიარება მოიპოვა და, სავარაუდოდ, მას დაეხმარა იმ ორი შვილის სწავლებაში, რომლებიც ჩვილობისას არ დაღუპულან: ვოლფგანგისა და მარია ანასი, რომელსაც ნანერლს ეძახდნენ.
იმ დროისთვის, როცა ვოლფგანგმა ვიოლინო მიიღო, ის უკვე იმპროვიზირებდა და წერდა მუსიკას კლავიშიანი ინსტრუმენტებისთვის, რაც ფენომენალური სიმარტივით აითვისა. თუმცა ვიოლინოც შეუყვარდა და მისთვის სონატების წერა დაიწყო;
ეს მისი ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოებებია, რომლებსაც რამდენიმე ნაწილი და ფორმის უფრო მომწიფებული აღქმა ახასიათებს. მოგვიანებით მოჰყვა კვარტეტები და კონცერტების სერია, რომლებიც რეპერტუარის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ვიოლინო უფრო მეტად მისი წარმომავლობითაა მნიშვნელოვანი, ვიდრე ჟღერადობით, რომელიც მოკრძალებული და ოდნავ "ცხვირისმიერია". თუმცა გასაოცარია ისიც, რამდენად კარგადაა შემონახული. ბავშვების ინსტრუმენტები ხშირად ზიანდება, მაგრამ ამ ვიოლინომ გაუძლო ვოლფგანგის მოუსვენარ ადრეულ წლებს, ინახებოდა ნანერლის სახლში, შემდეგ კი კერძო მფლობელობაში იყო, სანამ 1896 წელს "მოცარტეუმს" გადაეცემოდა.
ნანერლის მუსიკა
ეს ფრაგმენტი ერთადერთი გადარჩენილი მუსიკალური ჩანაწერია, რომელიც ნანერლის მიერაა დაწერილი. ვოლფგანგზე რამდენიმე წლით უფროსი და მოცარტების ოჯახის პირველი ვუნდერკინდი იყო.
ნანერლი სწავლობდა ნოტების რვეულით, რომელიც ლეოპოლდმა 7 წლის ასაკში აჩუქა. ეს რვეულიც გამოფენილია და ის სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებებს შეიცავს, რომლებიც ხელითაა გადაწერილი და სირთულის მიხედვით დალაგებული. საბოლოოდ, ვოლფგანგმაც ამ კოლექციით ისწავლა და შემდეგ საკუთარი მუსიკის შექმნა დაიწყო.
და-ძმა ერთად მართავდა ტურნეებს, თუმცა გარკვეულ მომენტში ვოლფგანგმა ნანერლის დაჩრდილვა დაიწყო. ნანერლი ბრწყინვალე კლავესინისტი იყო და ძმა მათთვის ოთხ ხელში დასაკვრელ ნაწარმოებებს წერდა, რათა დის ნიჭისთვის ხაზი გაესვა; თუმცა ლეოპოლდს უფრო მეტად თავისი ვუნდერკინდი ვაჟის პოპულარიზაცია აინტერესებდა.
ახალგაზრდა მოცარტი, რომელიც მამასთან, ლეოპოლდთან და დასთან, ნანერლისთან ერთად უკრავს. ნამუშევარი ეფუძნება ლუი კაროჟი დე კარმონტელის ნახატს, რომელიც აკვარელითაა გაფერადებული
ფოტო: Christopher J. Salmon Collection, New York
1791 წელს ვოლფგანგის გარდაცვალების შემდეგ, ნანერლი მისი პირველი ბიოგრაფი გახდა. მას თავადაც უნდა ეწერა მუსიკა, ძმის წერილები გამოხატავს აღფრთოვანებას მისი ოსტატობით, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მკვლევრებს მხოლოდ ვოლფგანგის სიტყვების ნდობა უწევდათ.
1770 წლის 7 ივლისს მოცარტი თავის საყვარელ დას წერდა: "ძალიან გამიკვირდა, რომ ასე ლამაზად შეგიძლია კომპოზიციის შექმნა. ერთი სიტყვით, სიმღერა მშვენიერია, ამიტომ სცადე უფრო ხშირად". სამწუხაროდ, მარია ანა მოცარტის მიერ დაწერილი ეს სიმღერა შემორჩენილი არ არის.
მისი პარტიტურის ორი ფრაგმენტი პარიზსა და აუგსბურგში ინახებოდა. ცოტა ხნის წინ კი მათი ფინალური ნაწილი იმ კოლექციაში აღმოაჩინეს, რომელიც მორგანის მუზეუმს 2019 წელს გადაეცა და 150-ზე მეტი წლის შემდეგ პირველადაა გამოფენილი. მუზეუმში დაცული ეს ფრაგმენტი შეცდომით ვოლფგანგს მიეწერებოდა, მაგრამ დადგინდა, რომ ის დანარჩენ ორ ნაწილს ემთხვეოდა. ახლა სამივე ნაწილი გაერთიანდა, რაც ნანერლის მუსიკაზე ყველაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის: მყარი ბასის ხაზი და ორნოტიანი ფრაზები, რომლებიც მაღლდება, დაბლდება და ბუნებრივი, დამაკმაყოფილებელი რეზოლუციით სრულდება.
თურქული მარში (Rondo alla Turca)
მოზარდობისას მოგზაურობამ ვოლფგანგი გადაარჩინა იმ პროვინციალიზმს, რომელშიც ზალცბურგში ყოფნისას მოექცეოდა. როდესაც ის მუდმივად პროგრესირებად მაესტროდ ჩამოყალიბდა, თავისი კოსმოპოლიტური გამოცდილება მუსიკაში ასახა, რაც მაშინდელ და თანამედროვე მსმენელსაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
მაგალითად, მისი №11 საფორტეპიანო სონატის (K. 331) ფინალი, რომელიც ცნობილია როგორც თურქული მარში, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მელოდიით იწყება. მისი ხელნაწერი ასლი ასევე მორგანის მუზეუმშია. ეს ნაწარმოები, რომელიც იმ დროს ვენაში პოპულარულ თურქულ სამხედრო ორკესტრებს მოგვაგონებს, თითქოს სპეციალურად შეიქმნა ჰიტად, თავისი რიტმულობით, მხიარული ორნამენტებითა და "ეგზოტიკური" თემით, რომელიც მრავალჯერ მეორდება.
მოცარტის ბევრი სხვა ნაწარმოების მსგავსად, რონდო მოყვარულ მუსიკოსებსაც შეუძლიათ შეასრულონ, რამაც 1784 წელს გამოქვეყნებისთანავე ხელი შეუწყო მის გავრცელებას. ის დღემდე საყვარელი ნაწარმოებია ახალგაზრდა პიანისტებისთვის, რომლებსაც საკუთარი თავის წარმოჩენა სურთ, ზუსტად ისე, როგორც პატარა ვოლფგანგს ბავშვობაში.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
კომენტარები