რატომ არის სუპერმენი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი?
ფოტო: fortressofsolitude
"სუპერვოუქი" — არც თუ ისე შთამბეჭდავი ტერმინია, მეტიც ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც — Make America Great Again — მაგრამ რას ვიზამთ ეს არის მემარჯვენეების შესაძლებლობის მაქსიმუმი. სწორედ სუპერვოუქის იარლიყი მიაკრეს Fox News-ის შემფასებლებმა სუპერმენის ახალ ფილმს, მას შემდეგ, რაც რეჟისორმა ჯეიმს განმა ინტერვიუში მთავარი აქცენტი სუპერგმირის მიგრანტობაზე გააკეთა.
"სუპერმენი ამერიკის ისტორიას გვიყვება, მიგრანტი, რომელიც აქ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა და დამკვიდრდა", — თქვა განმა — "მაგრამ ჩემთვის ამ ამბის ქვაკუთხედი სიკეთის იდეაა, რომელიც ადამიანებმა დავკარგეთ"
კონსერვატორები სუპერმენის წინააღმდეგ
მემარჯვენე სახეები ფილმისა და მსახიობის შეურაცხყოფას არ მორიდებიან. "კინოთეატრში იმისთვის არ უნდა მივიდეთ, რომ ვიღაცამ დაგვმოძღვროს და თავისი იდეოლოგია თავს მოგვახვიოს" — თქვა კელიან კოვეიმ, ექსპერტმა და დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა. "ალბათ სუპერმენს მოსასხამზე MS13 ექნება მიწერილი" — ირონიულად დასძინა კოვეისთან საუბარში გადაცემის წამყვანმა ჯის უოტერსმა. MS13 საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებაა, რომელსაც ამერიკის მიგრანტთა პოლიცია უპირისპირდება.
ცხადია ფილმის მიმართ ყველა ეს კომენტარი, რომლებსაც კოვეი და უოტერსი აკეთებენ, უადგილო და საღ აზრს მოკლებულია. მათთვის DCU-მ, სუპერმენის, ერთ დროს დიდებული გმირის სახე დაამახინჯა და აქცია პრო-ემიგრანტული იდეების აგიტატორად. ამ არგუმენტს მარტივად აქარწყლებს თავად სუპერმენის შექმნის ისტორია. პერსონაჟი ებრაელი მიგრანტების შვილებმა, ჯერი სიგელმა და ჯო შუსტერმა შექმნეს. სწორედ ამიტომ, ის ყოველთვის იყო ამერიკელი მიგრანტების სახე. სუპერმენი გულშემატკივარში ამერიკული ოცნების იდეებს აღვივებდა. ადამიანებს ამხნევებდა და ანიშნებდა, რომ ყველგან შეეძლოთ ეპოვათ უკეთესი ცხოვრება.
სუპერმენი და ლოისი
ფოტო: wikipedia
განის სუპერმენს განსაკუთრებული ამოცანა ჰქონდა. მას DCU-ს სამყარო წარსული შეცდომებისგან უნდა ეხსნა. ასეთ კრიტიკულ დროს კი სუპერმენი ყველაზე პოლიტიკური ფილმი გამოდგა, რაც კი ოდესმე სუპერგმირულ კინოში გვინახავს და თუ განის ერთი განცხადება საკმარისია იმისთვის, რომ კონსერვატორები ბოიკოტით დაიმუქრონ, ფილმი მათ მუქარებს ყოველ ნაბიჯზე უგულებელყოფს, რადგან ეს არის სუპერმენი, რომლის ნახვაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდებოდა. ჯეიმს განის სუპერმენი საუბრობს ემპათიაზე, ერთიანობასა და მშვიდობაზე და თუ ეს Fox News-სა და ულტრა მემარჯვენე კონსერვატორებს აბრაზებთ, მაშინ არც იმის გააზრება ესიამოვნებათ, რომ პერსონაჟი დონალდ ტრამპის მანკიერებებს ამხელს.
ასეთი პოლიტიკურად გაბედული სუპერგმირული ფილმი, ბნელი რაინდის შემდეგ, რომელმაც ბრწყინვალედ იწინასწარმეტყველა საერთაშორისო ტერორის გამოწვეული შიდა ხიდჩატეხილობა — ჩვენ არც გვინახავს. ბნელი რაინდის შემდეგ მარველმა ხელში ჩაიგდო მეინსტრიმული კინოს სადაავები. მიუხედავად იმისა, რომ შურისმაძიებლების სამყარომ ხარისხობრივად და მასშტაბურობით თამასა ძალიან მაღლა ასწია, მათი ფილმები რეალობის ასახვით ნაკლებად იყო დაინტერესებული. სუპერმენი კი ნამდვილად ეხმიანება რეალობას თავისი: კომიქსის სტილიზაციით, რომანტიკით, ბავშვურობითა და საბრძოლო სცენებით.
დევიდ კორენსვეტი კი ამ საუკუნის საუკეთესო სუპერმენია, რომლის თამაშიც ფილმის არსებულ ნაკლოვანებებს ფარავს. ახალ სუპერმენს მელანქოლიისთვის დრო არ აქვს, სამყარო დიდ საფრთხეშია და მას სასწრაფო შველა სჭირდება, სანამ განადგურებულა.
ცოტა რამ ფილმის შინაარსზე
სუპერმენი
ფოტო: MSN
განის ფილმი პირდაპირ მოვლენების ეპიცენტრში გვაგდებს, სადაც ვხედავთ სუპერმენის პირველ მარცხს. მას შემდეგ, რაც კლარკ კენტი ჯარჰანპურს ბორავიას მიერ სამხედრო ოკუპაციისგან იხსნის, ის ეჯახება ახალ ანტაგონისტს ბორავიას ჩაქუჩს. გაგიმხელთ და გეტყვით, რომ თავად ბორავიას ჩაქუჩი ნაკლებად მნიშვნელოვანია, აქ მთავარი ბოროტმოქმედი მისი შემქმნელი იარაღით მოვაჭრე მილიარდერი ლექს ლუთორია (ლუთორკორპის დამფუძნებელი). ლექსი სასოწარკვეთით ცდილობს თავდაცვის სამინისტროს ყურადღების მიპყრობას. მას სურს დაამტკიცოს, რომ სუპერმენის ჩარევა საერთაშორისო საქმეებში არაკონსტიტუციურია და რომ ის უბრალოდ უცხოპლანეტელია, რომელიც საგარეო პოლიტიკაში ერევა.
ფილმის განმავლობაში ძალაუფლების მქონე პერსონაჟები გამუდმებით მოიხსენიებენ სუპერმენს, როგორც "უცხოპლანეტელს". განი იყენებს კონსერვატორებისთვის საყვარელ ამ ტერმინის იმისთვის რომ შეგვახსენოს სუპერმენის იმიგრანტობა და ამავდროულად ხაზი გაუსვას იმ მიუღებლობას, რომელიც მის მიმართ აქვთ. სმოლვილში ტომ ველინგი აჟღერებს ფრაზას: "მე არალეგალი იმიგრანტი ვარ". ლექს ლუთორი გამწარებულია და ყველანაირად ცდილობს შიში დათესოს სუპერმენზე, მაშინ, როცა გმირი ადამიანებს მხოლოდ სიკეთეს უჩვენებს, ხდება ბავშვების და იმ კაცის მეგობარი, ვინც მის საყვარელ ჰალალის ურიკას მართავს. ეს ემპათია სუპერმენში მისმა მშობლებმა ჩანერგეს როცა, ჩვილი კრიპტონელი ხომალდით მოეშურებოდა დედამიწისკენ და მშობლების შეტყობინებას უსმენდა, რომლის მეორე ნაწილიც დაზიანებული აღმოჩნდება.
სუპერმენი
ფოტო: whereyat
შინაარსზე ბევრს არ გავაგრძელებთ, თუმცა გეტყვით რომ ლექსი ფილმის დასაწყისიდან მალევე ხელში ჩაიგდებს სუპერმენის მშობლების შეტყობინებას, მას სრულად აღადგენს, რითაც აღმოჩნდება, რომ ჯორ ელი და ლარა ვონ ვანი (მშობლები), კალ ელს დედამიწის განადგურებას უქადაგებენ. ეს კი სწორედ ის აღმოჩნდება რაც ლუტორს სჭირდება, იმისათვის რომ სამყარო სუპერმენის წინააღმდეგ აამხედროს. ამის შემდეგ სუპერმენს, რომელიც სიკეთისთვის იბრძოდა — ციხეში გამოამწყვდევენ.
სუპერმენი და თანამედროვეობა
ფილმი ცდილობს ისაუბროს ამერიკის თანამედროვე პოლიტიკურ მდგომარეობაზე – ფლორიდის ციხეში გამომწყვდეული ადამიანები, რომლებსაც გაურკვეველი ვადით ამყოფებენ სატუსაღოში, სანამ მათი ემიგრანტობის სტატუსს დაადგენ. ოჯახებს მოწყვეტილი ხალხი, რომლიც შტატებში უბრალოდ უკეთესი ცხოვრების იმედად მიდიოდა. ამით ცხადია, რომ განი ცდილობს დაბადოს ადამიანურობა და თანაგრძნობა მაყურებელში. ბორავიას მმართველში შეიძლება დავინახოთ ბენიამინ ნეთანიანჰუს პროტოტიპიც. ლექს ლუტორი კი მომავალში ჯაჰარაპუნზე კონტროლის სანაცვლოდ, ბორავიას ფინანსურად გვერდში უდგას. ამაზე შეუძლებელია არ გაგვახსენდეს AI ვიდეო, რომელიც ღაზაზე ტრამპმა გამოაქვეყნა.
ლექს ლუტორი და სუპერმენი
ფოტო: insessionfilm
საბოლოოდ, სუპერმენი ლუტორს დაამარცხებს, ჯაჰარაპუნს გენოციდისგან იხსნის, ჰალალის კაცი კი მეტროპოლისის გმირად გამოცხადდება. რაც ალბათ ყველაზე ხმამაღალი განცხადებაა — მთავარ გმირად მუშათა კლასის ადამიანი აქციო. ეს ნიშნავს სოლიდარობა გამოუცხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავის გულს და სულს დებს თავის რჩენასა და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებაში. ეს ხალხი სხვებისთვისაც იბრძვის, მათთვისაც, ვისაც შეიძლება ეს არ დაუმსახურებია. მიუხედავად სუპერმენის მშობლების განზრახვისა, კრიპტონელმა მაინც სწორი მხარე აირჩია, ამ არჩევანის გაკეთება კი არასდროს არის გვიანი.
სუპერმენი
ფოტო: kingofgeek
შეიძლება სუპერმენი მაინც ბლოკბასტერია და ამდენი ქება-დიდების მიუხედავად, ვერ იყოს პოლიტიკურად იმდენად ღრმა, როგორც სხვა ფილმები, თუმცა დასაფასებელია მეინსტრიმული კინოს სურვილი — აჩვენოს ის პრობლემები, რითაც დღეს კაცობრიობა იტანჯება. აჩვენოს დაყოფილი და დაქუცმაცებული, ერთმანეთზე გადამტერებული სამყარო. სუპერმენი შეაჩერებს გენოციდს, რომელშიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არიან ჩართულნი და მთავრობები ჯიბეში ჰყავთ. ემიგრანტი გმირია! ფილმში ონლაინ ტროლ-ბოტები მაიმუნების სახითაა გამოსახული. ჯეიმს განს არ ადარდებს, რომელ პროპაგანდისტ კონსერვატორს მოხვდება სუპერმენის ძლიერი მუშტი, ის ცდილობს იმ ხალხის გული გაათბოს, ვისაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს ჰუმანურობა. შეიძლება ეს ყველაფერი არ არის, თუმცა ეს დასაწყისია. პირველ სუპერმენს, კრისტოფერ რივსს სურდა, კინოინდუსტრიებს, თავიანთი ფილმებით, სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევის სურვილი გამოევლინათ, თუმცა მის სიცოცხლეში, სამწუხაროდ ამ მხრივ დიდი წარმატება ნამდვილად არ ჩანს ჰორიზონტზე, მაგრამ ჯეიმს განის სუპერმენი ყველაფრის ახალი დასაწყისია.
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
კომენტარები