ელენე ხოშტარია

29 ივნ, 2025

"კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზე ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე.

ჩემი შიმშილობა არის განაცხადი:

1. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით. ამიტომ ეს შემართება ჩემის მხრივ მე ასე დავაფიქსირე.

2. სწორი ბრძოლის სტრატეგია ჩემი აზრით:

  • ერთობა რეჟიმთან არ თანამშრომლობის იდეის გარშემო;
  • ე.წ არჩევნების დელეგიტიმაცია;
  • პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა;
  • პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით.

პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტი ამ ეტაპზე, რადგან სანამ ოცნება შეტევაზეა ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს.

პრეზიდენტმა ეს სიცხადე 26 მაისს და შემდეგ 5 ივნისს შემოიტანა — არანაირი მოგონილი არჩევნები.

მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას.

შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არცერთი მილიმეტრით.

ჩემ ძვირფას მეგობრებს ლელოდან კი მივმართავ, რომ მე შანტაჟის ენით, არა თუ მეგობრებთან არამედ მტრებთანაც არ ვსაუბრობ, არაფერი სამაგისო არ მაქვს.

ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასუხისმგებლობა."

დაწერა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საკუთარ სოციალურ ქსელში. მანამდე IPN-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც რუსთაველის გამზირზე მესამე დღეა შიმშილობს, აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ირაკლი კობახიძე: ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი არის ანიტა...1990 ნახვა
  2. ლევან ხაბეიშვილი: "კობახიძეც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური — ყველა ჩემთან თანამშრომლობს"1549 ნახვა
  3. ინგოროყვას კლინიკაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ პაციენტი ექთანს თავს დაესხა1270 ნახვა
  4. დასავლეთ საქართველოს პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორად — ირაკლი კოძახიძე811 ნახვა
  5. "იცით როგორი უსუსურები ხართ?" — გივი მიქანაძე აღიარებს, რომ ამსტერდამის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია არ აქვს დაცული560 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 23 ივლისის 00:00 საათიდან ორი დღის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ელენე…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~