ზელენსკიმ ახალი პაპი უკრაინაში მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური, ლეონ XIV, თავის ქვეყანაში მიიწვია.
"მე მისი უწმინდესობა უკრაინაში სამოციქულო ვიზიტით მოვიწვიე. ასეთი ვიზიტი ყველა მორწმუნეს, ჩვენს ყველა ხალხს რეალურ იმედს მოუტანს", — დაწერა მან ორშაბათს, 12 მაისს, Telegram-ზე ახალ პაპთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ზელენსკიმ რომის პაპს მადლობა გადაუხადა "ძალიან თბილი და ჭეშმარიტად შინაარსიანი" საუბრისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის.
"ჩვენ დიდად ვაფასებთ მისი უწმინდესობის სიტყვებს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ", — თქვა მან.
ზელენსკიმ ლეო XIV-ს ვატიკანის დახმარება სთხოვა რუსეთში დეპორტირებული ათასობით უკრაინელი ბავშვის დაბრუნებაში და აცნობა მას უკრაინის პარტნიორებთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მიღწეული შეთანხმებების და უკრაინის მზადყოფნის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის. მისი თქმით, "უკრაინას ამ ომის დასრულება სურს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ჩვენ რუსეთისგან საპასუხო ნაბიჯებს ველით", — დასძინა მან.
იმავე დღეს, ლეო XIV-მ ვატიკანში პირველი ოფიციალური აუდიენცია გამართა, სადაც მსოფლიო მედიის წარმომადგენლები მიიღო. მან მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს მშვიდობისა და ადამიანის უფლებებისთვის გაწეული შრომისთვის და ხაზი გაუსვა ეკლესიის სოლიდარობას მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებსაც თავისუფლება აღეკვეთათ "სიმართლის ძიებისა და გაშუქებისთვის". პაპმა ხაზი გაუსვა იმ ადამიანების გამბედაობას, რომლებიც სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ სამხედრო კონფლიქტების გაშუქებისა და ინფორმაციის უფლების დასაცავად.
"მხოლოდ ინფორმირებულ ადამიანებს შეუძლიათ თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღება", —- თქვა პირველმა ამერიკელმა, რომელიც პაპობის ტახტზე ავიდა.
რამდენიმე ათასი ჟურნალისტის აპლოდისმენტების ფონზე, რომის პაპმა მედიის წარმომადგენლებს "სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქრის დაცვისკენ" მოუწოდა.
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები