ქუთაისობა, ანუ გვირილობა — როგორ იქცა საქველმოქმედო ინიციატივა სახალხო დღესასწაულად
ქუთაისი, რომელსაც ზოგჯერ ჩვენი ქვეყნის "მამაქალაქადაც" მოიხსენიებენ ხოლმე, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და მრავალმხრივ ღირსშესანიშნავი დასახლებაა. ქალაქის ისტორია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება, ამიტომ, გასაკვირი არაა, აია-ქუთაია-ქუთასიუმი-ქუთაისი უთვალავ საინტერესო ამბავსა და გამორჩეულ ტრადიციას რომ ინახავს. ერთ-ერთი მათგანია ქუთაისობის, იმავე გვირილობის ან ორმაისობის აღნიშვნა, რომელიც საუკუნოვანი ისტორიის მქონე სახალხო დღესასწაულია. თუმცა, ეს მხოლოდ ქუთათურების საყვარელი ზეიმი როდი გახლავთ...
რატომ გვირილობა?
ფოტო: Georgian Travel Guide
ყველაფერი 1911 წელს დაიწყო, როცა ქუთაისის გიმნაზიის სტუდენტი, ალექსანდრა "საშა" ჭილაია-ჩიქოვანი, საქველმოქმედო იდეით გამოვიდა. იმ პერიოდის საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ტუბერკულოზის დაავადება მძვინვარებდა. ალექსანდრას ინიციატივით, გიმნაზიის სტუდენტები გვირილებს აგროვებდნენ და ყიდდნენ, შემოსული თანხით კი ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. ყვავილი შემთხვევითი როდია — ხალხურ მედიცინაში სამკურნალო თვისებებით ცნობილ გვირილას, იმხანად სიმბოლური დატვირთვაც მიეცა, რომელიც, სხვათა შორის, დღემდე მოჰყვება: ტუბერკულოზით დაავადებულთა სოლიდარობის აქციებზე გვირილების გულსაბნევებს ისევ იყენებენ.
გულზე მიბნეული გვირილებიც ქუთაისობის პირველ წლებს უკავშირდება: როცა ალექსანდრას ინიციატივამ უფრო მასშტაბური და ორგანიზებული სახე მიიღო, გვირილობა სახალხო დღესასწაულად გადაიქცა, რომელიც აპრილის მიწურულს ან მაისის დასაწყისში იმართებოდა ხოლმე. ქველმოქმედება კი კვლავაც დღესასწაულის მთავარი ნაწილი გახლდათ: ყვავილებით სავსე კალათით ხელდამშვენებული გიმნაზიელები ზეიმის სტუმრებს გვირილებს სთავაზობდნენ და შეწირულობის გაღებას სთხოვდნენ. ყველას, ვინც კეთილი საქმისთვის თანხას გაიღებდა, გულზე მიაბნევდნენ გვირილას, რომელსაც, როგორც წესი, სამი დღის განმავლობაში ატარებდნენ ხოლმე. დღესასწაულის მიწურულს კი, სახალხო კომიტეტი, რომელიც ქალაქის გამოჩენილი მცხოვრებებისგან იქმნებოდა, გვირილების გაყიდვით შემოსულ თანხას ითვლიდა და დანიშნულებისამებრ ანაწილებდა.
დღესასწაულის საუკუნოვანი ტრადიცია
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
1910-იან წლებში, გვირილების გაყიდვით ტუბერკულოზით დაავადებულ უამრავ ადამიანს დაეხმარნენ, არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელ საქართველოში. მაგრამ თავად გვირილობის სადღესასწაულო ტრადიცია რამდენიმე წელში შეწყდა ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების გამო. ქუთაისის სახალხო ზეიმი ამის მერე ათწლეულების განმავლობაში აღარ გამართულა.
თუმცა, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ხანებში, 1980-იანებში, ადგილობრივ ხელისუფლებას გვირილობის აღდგენის იდეა დაებადა. მას შემდეგ ქუთაისობას ახალი სუნთქვა შთაბერეს და ტრადიცია, რომელიც სიკეთის, ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთიანობის სიმბოლოა, ისევ გაცოცხლდა.
დღეს ორმაისობას, რომლისთვისაც ქუთაისს საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც სტუმრობენ, მრავალგვარი კულტურულ-სპორტული ღონისძიებით აღნიშნავენ; იმართება თეატრალიზებული წარმოდგენები, შეჯიბრება ჭიდაობაში, სახალხო სეირნობა და სხვა.
რაც მთავარია, დღესასწაულის საუკუნოვანი სიმბოლო უცვლელი რჩება: უანგარო სიკეთის ნიშნად ქცეულ თეთრ გვირილებს ქუთაისში ისევ ღიმილით ცვლიან.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები