უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, მაგრამ თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი დარჩებოდა თავისი ქვეყნის პატრიოტად — წილოსანი უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე

თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად, - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
"უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში — ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუცია.
თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად", — წერს წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი 4 მიზეზს ასახელებს, რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლად შეიძლება განიხილოს. მათ შორის ერთ-ერთი მესამე ქვეყნებთან ევროკავშირის პოლიტიკურ ურთიერთობებს უკავშირდება.
"კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია "ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების" ან "საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების, მათ შორის ადამიანის უფლებების შესახებ კანონის სერიოზული დარღვევებისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის" შემთხვევებში", — წერს რიკარდ იოზვიაკი.
გიორგი გახარია: "ოცნება" ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას
შალვა პაპუაშვილი: ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სსს-ს გაუქმებას და დაზვერვის სამსახურის სუს-ის დაქვემდებარებაში გადასვლას მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სსს-ს გაუქმებას და დაზვერვის სამსახურის სუს-ის დაქვემდებარებაში გადასვლას მხარი დაუჭირა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები