დღეს, 12 სექტემბერს თბილისში კიდევ ერთი ქსენოფობიური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატთან, კახა კალაძესთან შეხვედრას. აქციის მონაწილეები სწორედ მის ოფისთან თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მივიდნენ.

აქციაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მხოლოდ ერთი პირი - "ქართლი მარშის" ორგანიზატორი, ლადო სადღობელაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოტხოვნისადამი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევისთვის დააკავეს. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.

აქციაზე ისმოდა ქსენოფობიური შინაარსის განცხადებები - საქართველო ქართველებისაა. ქართული მარშის ორგანიზებულ აქციაზე ისმოდა მოთხოვნა, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე აკრძალვა დაწესებულიყო. კალაძის შტაბამდე მისვლამდე აქციის მონაწილეები ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისთან მივიდნენ და მის დახურვასაც მოითხოვდნენ.