ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკოს მიერ რეგისტრირებულია 30 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 24 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი. როგორც უწყებაში ამბობენ, წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო 15-მა საარჩევნო სუბიექტმა, დანარჩენებმა კი არა, რადგან მათ ჰქონდათ განსაზღვრული რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით.

"წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საინიციატივო ჯგუფს, რადგან ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფი დამას კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს მიერ განესაზღვრა რიგითი ნომერი", - ამბობენ ცესკოში.

წილისყრის შედეგებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები ასე გადანაწილდა:

  • #4 – გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა;
  • #9 - მემარცხენე ალიანსი;
  • #11 – ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა;
  • #13 - ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი;
  • #14 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია;
  • #18 – ტრადიციონალისტები;
  • #20 – შენების მოძრაობა;
  • #23 – ახალი ქრისტიან-დემოკრატები;
  • #27 - ბლოკი გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო;
  • #29 – ახალი მემარჯვენეები;
  • #31 – თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა;
  • #34 – მამულიშვილთა ორდენი სამშობლო;
  • #37 - სოციალისტური საქართველო - კომუნისტები;
  • #38 - ბლოკი სახალხო-ხალხის ერთსულოვნება;
  • #39 – პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა.

საარჩევნო სუბიექტები, რომლებსაც არ მიუღიათ წილისყრაში მონაწილეობა და განსაზღვრული აქვთ რიგითი ნომერი:

  • #1 - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;
  • #2 - საარჩევნო ბლოკი ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო;
  • #3 - ბლოკი ლორთქიფანიძე, კუკავა - თავისუფალი საქართველო;
  • #5 - ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • #6 - რესპუბლიკური პარტია;
  • #7 - თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
  • #8 - დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
  • #10 - შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
  • #12 - საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები;
  • #15 – მშრომელთა სოციალისტური პარტია;
  • #17 – საქართველო;
  • #22 – მერაბ კოსტავას საზოგადოება;
  • #28 - ზვიადის გზა უფლის სახელით (სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე);
  • #41 – ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;
  • #42 - საინიციატივო ჯგუფი - მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.