იუსტიციის სახლიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე კიდევ 2 თანამშრომელი წერს
იუსტიციის სახლიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე კიდევ 2 თანამშრომელი წერს: თანამდებობიდან 8 თებერვალს რუსთავისა და ბათუმის იუსტიციის სახლების მენეჯერები გაათავისუფლეს — ორივე მათგანს ხელი ჰქონდა მოწერილი თანამშრომლების განცხადებაზე, რომლითაც 2024 წლის 28 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გააპროტესტეს.
ნინო ელიაური, რომელიც იუსტიციის სახლში 2012 წლიდან მუშაობდა, გათავისუფლებამდე რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. ის წერს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გათავისუფლების შემდეგ დღეს, სატელეფონო კომუნიკაციით აცნობეს.
"გუშინ მაცნობეს, რომ გუშინწინ სამსახურიდან გამიშვეს…
ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ იუსტიციის სახლთან ჩემი გამოსამშვიდობებელი ტექსტი იქნებოდა ასეთი! ვინც მიცნობს ყველამ იცის რას ნიშნავს ჩემთვის იუსტიციის სახლი! ბედნიერი ვარ რომ ამ ორგანიზაციას მისი დაბადებიდან უკავშირდება ჩემი სახელი და გვარი!
ახლა მთავარი...
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ბოლოს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, საშტატო ერთეულით განსაზღვრულ პოზიციაზე, კონკურისი წესით უვადოდ დანიშნული თანამშრომელი, 2024 წლის 30 დეკემბრიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გავხდი დასაქმებული. და ამის შემდეგ! 7 თებერვალს სატელეფონო კომუნიკაციით მაცნობეს, რომ 6 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულება აღარ მიგრძელდება.
მიზეზი? მიზეზი არ არსებობს!!! მიზანი? უკანონობის დაკანონება!
იუსტიციის სახლს ჩემი კარიერა 2012 წლიდან უკავშირდება, მათ შორის ბოლო 6 წელი ვიკავებდი რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციას, ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება, ეს იყო ადგილი სადაც ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტი ყოველთვის უპირობოდ იყო საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
რუსთავის იუსტიციის სახლი არის ფილიალი რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა იუსტიციის სახლის იმიჯის შექმნასა და პროფესიულ განვითარებაში. ვერასოდეს შეიცვლება ჩემი დამოკიდებულება იუსტიციის სახლის მიმართ რადგან ის იყო და იქნება ჩემი იდენტობის ნაწილი!
მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამდენი წლის მანძილზე ჩემთან ერთად იზიარებდა იუსტიციის სახლის მიზანს და ღირებულებებს, მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ამ ადამიანების შრომაზე დგას სამსახური! ამაყი და ბედნიერი ვარ რომ ვმუშაობდი ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითები, ჩემი მეგობრობა სამუდამოა, გახსოვდეთ, მთავარი ძალა ხართ თქვენ, დაიცავით თქვენი მომავალი! არაფერი არ დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება", — წერს ნინო ელიაური სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება ერეკლე თურმანიძეს, ის ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციას იკავებდა და როგორც ნინო ელიაურს, მასაც გათავისუფლების მომდევნო დღეს აცნობეს, რომ ბოლო სამუშაო დღე წინა დღეს ჰქონდა.
"განაჩენი" გამოტანილია. გუშინ, სამუშაო საათების შემდეგ, მეცნობა, რომ გუშინწინ ჩემი ბოლო სამუშაო დღე ყოფილა.
ძალიან ბევრია სათქმელი. ძალიან ბევრი ემოცია და სიტყვები ტრიალებს გონებაში, თუმცა, ვცდილობ რამენაირად შევძლო და მოკლედ გადმოვცე სათქმელი. იუსტიციის სახლი — ეს არის უნიკალური ქართული პროდუქტი, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ საქართველომ შეძლო და რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, დემონი სსრკ-ს განდევნაში და ვიზალიბერალიზაციის საქმეში, რომლის შედეგადაც, თითოეულმა ჩვენგანმა შევძელით და ვნახეთ მშვენიერი გარესამყარო.
ჩვენ ვიზრდებოდით იმ გარემოში, სადაც მნიშვნელოვანი იყო კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, თავისუფალი აზრი, სამართლიანობა, ჯანსაღი კამათი და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ, არავის გავუფრთხილებივართ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ზემოჩამოთვლილი უნარები, ჩემი და ჩემი მეგობრების სამაგალითოდ დასჯის საფუძვლი გახდებოდა.
იუსტიციის სახლთან ჩემი კავშირი დაიწყო სტაჟირებით. მისი დაარსების დღიდან, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების, 13 წლის განმავლობაში, მუხლჩაუხრელი შრომის შდეგად, შევძელი არაერთ ჩემთვის საინტერესო პოზიციაზე დაწინაურება და ბოლოს დავინიშნე ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერად.
ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა ხელმძღვანელისგან მიღებული მაქვს არაერთი სიგელი, ჯილდო, საუკეთესო მენეჯერის/ფილიალის წოდება და ყველაზე დიდი საჩუქარი — ძალიან ბევრი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული. ალბათ ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია პროფესიონალიზმის, თავდაუზოგავი შრომისა და ადამიანურობის გარეშე.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ერთადერთი რამ, განცხადებაზე ხელის მოწერა გახდა იუსტიციის სახლის კიდევ ერთი, ერთგული თანამშრომლის სისტემიდან მოშორების მიზეზი. განცხადებაზე, რომელიც კონსტიტუციის ერთგულებასა და ევროპულ მომავალზე უარის თქმის შესახებ, მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას ეხებოდა.
რა თქმა უნდა, პირადი ემოციების მიღმა უფრო მტკივნეული იმის ყურებაა, თუ როგორ აცლიან იუსტიციის სახლის სისტემას ყველაზე მნიშვნელოვანს - კომპეტენციას, თავისუფლებასა და წლებით ნაგროვებ თავდაჯერებას; როგორ თესავენ შიშს ყველაზე გაბედულ ორგანიზაციაში, რომელიც არასდროს (მათ შორის, პანდემიის დროსაც) შეშინებია გამოწვევებს და გაუჩერებლად, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის სადარაჯოს წინა ხაზზე იდგა. მტკივნეულია იმის ყურება, ნელ-ნელა როგორ ანგრევენ ჩვენი ქვეყნის მთავარ სავიზიტო ბარათს დანარჩენ დედამიწაზე.
იუსტიციელებო — თქვენ ხართ გმირები და ძალიან დიდი ძალა, რომელსაც ვერაფერი დაამარცხებს თუ მტკიცეთ დადგებით იუსტიციის სახლისა და ერთმანეთის დასაცავად. დღეს თუ არა ხვალ ყველას მოგაკითხავენ, თქვენ ვეღარასოდეს დააფიქსირებთ პირად აზრსა თუ უკმაყოფილებას, ნუ შეეგუებით უსამართლობას! ყოფილი იუსტიციელი არ არსებობს!", — წერს ერეკლე თურმანიძე.
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
-
EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს
გადახედვა
კომენტარები