ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აპირებს, რომ საზმაუს სამსახურიდან გათავისუფლებაზე განმარტება მოსთხოვოს
"საზოგადოებრივი მაუწყებელი უბრალოდ კერძო ტელევიზია და კერძო კომპანია არ არის, რომ ვიღაცის უშუალო გადაწყვეტილებით რაღაცა მოხდეს. აქ ყველაფერს კანონი არეგულირებს და მე ვაპირებ, განმარტება მოვითხოვო", — ამის შესახებ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან მზია ამაღლობელის სოლიდარობისა და არხის კრიტიკის გამო გაათავისუფლა.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი უბრალოდ კერძო ტელევიზია და კერძო კომპანია არ არის, რომ ვიღაცის უშუალო გადაწყვეტილებით რაღაცა მოხდეს. აქ ყველაფერს კანონი არეგულირებს და მე ვაპირებ, განმარტება მოვითხოვო. ასეთი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. ჩვენ კანონს ვექვემდებარებით და ყველა თანამშრომელთან ყველაფერი კანონის შესაბამისად რეგულირდება. ამის გამოთხოვას აუცილებლად ვაპირებ, რა ნორმებით მოხდა ეს ყველაფერი", — განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან მზია ამაღლობელის სოლიდარობისა და არხის კრიტიკის გამო გაათავისუფლა.
სოციალურ ქსელში "მოამბის" უკვე ყოფილმა წამყვანმა დაწერა, რომ მენეჯმენტმა აცნობა, რომ 4 თებერვლიდან, "არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაევალება საინფორმაციო გამოშვება მოამბეს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება".
"მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.
ოფიციალური პოზიცია —
"როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის" პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც "მოამბე"-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება "მოამბე"-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება", — დაწერა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა Facebook-ზე და ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მენეჯმენტისგან მიიღო.
5 თებერვალს "ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ" (EFJ) მხარდაჭერა გამოუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ვასილ ივანოვ ჩიქოვანს და საზმაუს მისი სამსახურში აღდგენისკენ მოუწოდა.
"თუ უსამართლოდ სანქცირებულ ჟურნალისტს [ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს] დაუყოვნებლივ არ აღადგენენ სამსახურში, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაირიცხოს ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან (EBU)", — ნათქვამია "ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის" (EFJ) მიერ დღეს გავრცელებულ წერილში.
ამავე დღეს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერიდან მოხსნას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც გამოეხმაურა.
"ის, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აღარ იქნება "მოამბის" წამყვანი, არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია", — აცხადებს საია.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები