ნახეთ: ვარსკვლავების ჩაცმულობა გრემის წითელ ხალიჩაზე
ფოტო: Vogue US
დღეს, საქართველოს დროის დილის 4 საათზე, ლოს-ანჯელესში მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე პატივსაცემი და მნიშვნელოვანი მოვლენა — გრემის დაჯილდოება ჩატარდა. წლევანდელი გრემის ცერემონია მოულოდნელობებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით იყო აღსავსე — ბიონსემ კარიერის მანძილზე პირველად გაიმარჯვა წლის ალბომის ნომინაციაში, კენდრიკ ლამარმა სიმღერისთვის Not Like Us 5 გრემი მოიპოვა, გრემის მფლობელები კარიერაში პირველად გახდნენ შაპელ როუნი, საბრინა კარპენტერი, Charli XCX და ა.შ...
თუმცა, უშუალოდ ცერემონიის გარდა, შემოქმედებითობითა და მომხიბვლელობით აღსავსე იყო გრემის დაჯილდოების წითელი ხალიჩაც. გთავაზობთ საუკთესოდ ჩაცმული ცნობილი სახეების ლუქებს:
ტეილორ სვიფტი
ფოტო: Getty Images
ტეილორ სვიფტმა ცერემონიის წითელი ხალიჩა ვივიენ ვესტვუდის კაბით გაიარა.
Charli XCX
ფოტო: Getty Images
ბრიტანელ მუსიკოსს, რომელმაც წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალბომისთვის 3 გრემი მოიპოვა, წითელ ხალიჩაზე ჟან პოლ გოტიეს კაბა ეცვა.
საბრინა კარპენტერი
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
საბრინა კარპენტერმა, რომელმაც დღეს კარიერის პირველი გრემი მოიპოვა, ჩვეული გამომწვევი სტილი მოირგო. მას JW Anderson-ის კაბა ამშვენებს.
ბილი აილიში
ფოტო: Getty Images
ბილი აილიში წელს პრადას ლუქში ვიხილეთ.
ჩაპელ როუნი
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
ჩაპელ როუნს ედგარ დეგას ნახატით შთაგონებული ჟან პოლ გოტიეს საოცრად დრამატული კაბა ემოსა, რომელიც, ჩვენი აზრით, სამუზეუმო შემოქმედებაა.
ლედი გაგა
ფოტო: Getty Images
ლედი გაგა, რომელმაც სიმღერისთვის Die With A Smile გრემი მოიგო, ახლებური სტილით წარმოგვიდგა. მას სემუელ ლიუისის გოთიკური კაბა აცვია.
ოლივია როდრიგო
ფოტო: Getty Images
ოლივია როდრიგოს გამომწვევმა ვერსაჩეს კაბამ წელს ინტერნეტის გული დაიპყრო.
სინტია ერივო
ფოტო: Getty Images
Wicked-ის ვარსკვლავს გრემის წითელ ხალიჩაზე Louis Vuitton-ის მუქლურჯი კაბა ეცვა.
ქარდი ბი
ფოტო: Getty Images
ქარდი ბი რობერტო კავალის ბუმბულებითა და ბრჭყვიალებით დატვირთული კაბით წარუდგა აუდიტორიას.
მაილი საირუსი
ფოტო: Getty Images
მაილი საირუსმა ივ სან ლორანის შავი ტყავის კაბა მოირგო.
ალიშა კისი
ფოტო: Getty Images
შეუდარებელი ალიშა კისი წითელ ხალიჩაზე დოლჩე & გაბანას სკულპტურირებული კორსეტითა და მასიური აქსესუარებით წარდგა.
პერის ჰილტონი
ფოტო: Getty Images
პოპკულტურის პრინცესა გრემის წითელ ხალიჩაზე Chrome Hearts-ის ოქროსფერი საღამოს კაბით მივიდა.
შაკირა
ფოტო: Getty Images
შაკირამ, რომელმაც საუკეთესო ლათინური ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა, Etro-ს გამჭვირვალე კაბა მოირგო.
Doechii
ფოტო: Getty Images
რეპერი Doechii წელს გრემის მფლობელი გახდა. მას Thom Browne-ს ნაცრისფერი კაბა ეცვა.
ჯეიდენ სმითი
ფოტო: Getty Images
უილ სმითის შვილის ტრივიალურმა ჩაცმულობამ წელს პაპარაცების დიდი ყურადღება დაიმსახურა. მისი სახლის ფორმის არაორდინალური აქსესუარი ტრანსილვანიელი დიზაინერის ნახელავია.
ქანიე ვესთი და ბიანკა ცენსორი
ფოტო: Getty Images
დაბოლოს, წარმოდიგენთ რეპერი ქანიე ვესთისა და მისი ცოლის ჩაცმულობას წითელ ხალიჩაზე — ბიანკა ცენსორის სკანდალურმა ჩაცმულობამ დამსწრე საზოგადოებასა და ინტერნეტზე შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება მოახდინა. მას Yeezy-ს, რეპერის ტანსაცმლის ბრენდის სრულიად გამჭვირვალე კაბა ეცვა.
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე? — დეკლარაცია 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე? — დეკლარაცია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
კომენტარები