გოგა მემანიშვილი

2 Feb. 2025, 17:36

"საპოლიციო ძალები განაწილებულია ძირითადად ორ ლოკაციაზე, სადაც დაანონსებული იყო საპროტესტო აქცია, რადგან საზოგადოებრივი წესრიგი დავიცვათ. როგორც იცით მათ დაანონსეს, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა გადაკეტვა. მოგეხსენებათ, აღნიშნული უკვე შესულია სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით. ამ ყველაფერს ავუხსნით, განმარტებას მივცემთ აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს. შემდეგ უკვე დაველოდებით მოვლენების განვითარებას. თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, უბრალოდ გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ მონაკვეთში, ჩვენ თვითონ დავეხმარებით ამ მსვლელობას. თუ არ დაგვემორჩილებიან და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ"

ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა განაცხადა.

2 თებერვალს "თბილისი მოლთან" საპროტესტო აქციაა დაანონსდა. შსს-მ აქციის ანონსიდან მალევე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია. 
აღნიშნული გზის მონაკვეთი "სტრატეგიულ ობიექტთან ნუსხაში" 2025 წლის 31 იანვარს დაემატა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…