ბელა ზაქაიძე

14 Jan. 2025, 21:40

წინა ხელისუფლების დროს, როდესაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას დევნიდნენ, როდესაც ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შემოიჭრნენ "პალიტრის" მედიაჰოლდინგში, მაშინდელი სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობა ვერ გამოგვიცხადეს და ჩვენს მხარდამჭერ აქციაზე არ მოვიდნენ, მაშინ როდესაც დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციას საფრთხე ემუქრებოდა.

2014 წელს, როდესაც ავტომატიანმა რუსმა ჯარისკაცებმა ოპერატორთან და ჩართვის თანამშრომელთან ერთად დამაკავეს ოკუპაციის პრობლემების გაშუქებისას და ცხინვალის ციხეში ვყავდით დატყვევებულები, ერგნეთთან ჩვენი გათავისუფლების მოთხოვნით მედიის აქციაზე, კონკრეტული ჟურნალისტები არ დადგნენ, ჩვენი სამსახური აქციაში მონაწილეობას გვიკრძალავსო.

მაშინაც ასე იყო და ახლაც სამწუხაროდ, ასეა. მე მგონია სამსახურის დაკარგვის შიშით, ან სხვა პრივილეგიების დაკარგვის შიშით, ხმა ვერ ამოვიღოთ, როდესაც ჩვენს კოლეგებს სპეცრაზმელები პირდაპირ ეთერებში ძვლებში ამტვრევენ, სისხლის სამართლის მუხლით აკავებენ და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, წარმოუდგენელია.

რა თქმა უნდა, სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში და პარტიის გავლენით მოქმედებდეს!!!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  2. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  3. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  4. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  5. "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს

გორში პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, პაპუნა ლოცულაშვილი, სამკურნალოდ კლინიკა "ვივამედში" მოათავსეს.…