საია: მოვუწოდებთ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს, შეწყვიტოს დაკავებულების უფლებების დარღვევა
ფოტო: რადიო თავისუფლება - დაცარიელებული სხდომათა დარბაზი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რომელზეც რეჟიმის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე საპროტესტო აქციების ფარგლებში რეჟიმის სამართალდამცავების მიერ დაკავებული ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეებს განიხილავს.
საიას განცხადებით, ფაქტი, რომ ხუსკივაძემ დაკავებულების ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომაზე დამსწრეთა დიდი რაოდენობის მიუხედავად პროცესი სხდომათა დიდ დარბაზში არ გადაიტანა, დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე მიუთითებს.
საიამ ქართულ ოცნებასა და რეჟიმის მოსამართლე ირაკლი კუსხივაძეს მოუწოდა, შეწყვიტონ დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების დარღვევები და დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლონ ისინი.
"მიუხედავად ამ საქმის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესისა და იმისა, რომ წინასწარ იყო განჭვრეტადი სხდომაზე დასწრე მსურველთა დიდი რაოდენობა, სხდომა მაინც მცირე დარბაზში ჩაინიშნა. ადვოკატები ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას, რადგან დარბაზში შესვლას ვერ ახერხებდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრებიც კი. გარდა ამისა, უჟანგბადობის გამო შეუძლოდ გახდა ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი და პროცესზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დარბაზი თავისუფალია. პროკურორებიც ხედავდნენ სხდომის გადატანის საჭიროებას, თუმცა თავდაპირველად შუამდგომლობის დაკმაყოფილებას არ დაეთანხმდნენ, ხოლო მოგვიანებით პოზიცია აღარ დაუფიქსირებიათ.
ამ წუთებში სხდომა შეჩერებულია, რადგან ადვოკატებმა და ბრალდებულებმა არაადამიანური პირობების გამო სხდომა დატოვეს და აცხადებენ, რომ მზად არიან პროცესში მონაწილება გააგრძელონ დარბაზის ცვლილების შემდეგ. სასამართლო ელოდება სავალდებულო დაცვის ადვოკატებს, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ კერძო ადვოკატები, რათა სხდომა გაგრძელდეს (კანონის თანახმად, ბრალდებულებიდან ხუთს ადვოკატის არყოლის შემთხვევაში, სავალდებულო ადვოკატი უნდა დაენიშნოს).
აშკარაა, რომ ამ და სხვა პროცესუალური ნორმების დარღვევა მიზნად ისახავს დაკავებული პირების სამაგალითოდ დასჯას და ამ მიზნის მიღწევა ხდება კანონის სრული იგნორირებით. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ და მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს შეწყვიტოს დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ბრალდებულები: ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ და სხვა საქმეებზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს". - წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები