ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა
ეუთო/ოდირმა საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ქართული ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, დასკვნა ოცნების მთავრობის ლეგიტიმურობის დასტურად წარმოადგინა, თუმცა, სინამდვილეში, დოკუმენტი იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ქართულ არჩევნებთან მიმართებაში.
2020 წლის არჩევნების შესახებ ეუთო წერდა, რომ "საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური უფლებებისადმი პატივისცემით ჩატარებული", თუმცა 2024 წლის არჩევნების შესახებ 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ 53-გვერდიან დასკვნაში მსგავს რიტორიკას ნამდვილად ვერ ვხედავთ.
"არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რაც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა, შერწყმულმა არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან, მოახდინა კომპრომეტირება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობისა, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე. მთლიანობაში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში დაწერილი საჩივრების საფუძვლიანი განხილვის არარსებობამ, — ტექნიკური საფუძვლებით ან არასაკმარისი დასაბუთებით საჩივრების უარყოფამ, ასევე, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარა პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობას", — ნათქვამია დასკვნაში.
საჩივრების საკითხი
რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით, დასკვნის მნიშვნელოვანი პუნქტია საჩივრების საკითხიც. დასკვნის თანახმად, არჩევნები სერიოზული შეშფოთების ფონზე ჩატარდა, რომელიც დაკავშირებული იყო ახლადმიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან, რომლებიც ძირითად თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებებზე ახდენდა უარყოფით ზეგავლენას, წარმოადგენდა საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობას და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც, საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა.
ეუთო/ოდირის შეფასებით, არჩევნების შემდგომი მოვლენები და საჩივრები არასათანადოდ იქნა განხილული, რამაც სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობა შეზღუდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნა საპროტესტო აქციების ძალადობრივ დაშლასაც შეეხო. აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების ქმედებები მშვიდობიანი შეკრების უფლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
დოკუმენტში ხაზგასმულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზებიც. ინტერპრესნიუსის თანახმად, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ "საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტიანად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს, ატარებდა რეგულარულ სესიებს პირდაპირ ეთერში, ოპერატიულად აქვეყნებდა ყველა შესაბამის მასალას ინტერნეტში და მოაწყო ვრცელი ტრენინგი და ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიები, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროცესს ძირი გამოუთხარა და ბუნდოვანება შემატა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომელთაც კომისიის წევრების სურვილისამებრ შერჩევის ბერკეტი მმართველი პარტიის ხელში მოაქცია".
ფარულობის დარღვევა
ბუნებრივია, დასკვნაში ადგილი დაეთმო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ხმის ფარულობის, დარღვევის ფაქტებსაც.
ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ბევრი შემთხვევა, პროცედურული შეუსაბამობები და ზეწოლისა და მუქარის შესახებ შეტყობინებები, მათ შორის პროცესის ვიდეოჩანაწერის გზით, რამაც საზოგადოებრივ ნდობაზე ნეგატიურად იმოქმედა.
პუბლიკის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას ოდირმა დაადგინა, რომ საქმეები არ განიხილებოდა საკმარისად, რაც ზღუდავდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ.
ეუთო/ოდირი რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საჩივრების ეფექტიანი განხილვა, გაზარდოს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და განამტკიცოს საზოგადოებრივი ნდობა პროცესისადმი.
რაც შეეხება არჩევნების აღიარება/არაღიარების საკითხს, რომლის გამოყენებაც ქართულმა ოცნებამ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ სცადა — დასკვნაში ხაზგასმულია, რომ "ეუთო/ოდირი, თავისი მანდატის შესაბამისად, არ აღიარებს ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე".
შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული შეფასება, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნაში 26 ოქტომბრის არჩევნებმა, წინასაარჩევნო პროცესმა და არჩევნებისშემდგომ კრიზისზე ოცნების რეაგირებამ დაიმსახურა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საპროტესტო აქციების მოთხოვნების ლეგიტიმურობას.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები