Soulja Boy დამნაშავედ ცნეს ასისტენტზე ძალადობასა და სექსუალურ ძალადობაში
სასამართლომ რეპერს მოსარჩელე ქალისთვის 4 მილიონ დოლარზე მეტი ანაზღაურება დააკისრა.
ფოტო: Z2 Entertainment
სანტა მონიკაში გამართული სამკვირიანი პროცესის შედეგად, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტში დაადგინეს, რომ რეპერი სოულჯა ბოი პასუხისმგებელია ყოფილ ასისტენტზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე ემოციური ტანჯვის მიყენებაზე. სასამართლომ რეპერს მოსარჩელე ქალისთვის 4 მილიონ დოლარზე მეტი ანაზღაურება დააკისრა.
34 წლის სოულჯა ბოი, რომლის ნამდვილი სახელია დეანდრე კორტეზ უეი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძალადობაში, სექსუალურ ძალადობასა და განზრახ ემოციური ზიანის მიყენებაში. თუმცა იგი უდანაშაულოდ სცნეს უკანონო დატყვევებასა და სხვა ბრალდებებში. ნაფიცმა მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ დაზარალებულს კომპენსაციის სახით დაახლოებით 4 მილიონი დოლარი, ხოლო მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის, დამატებით 250,000 დოლარი ეკუთვნის.
„დღევანდელი განაჩენი იმ სამართლიანობის მხოლოდ დასაწყისია, რაც ეკუთვნით სოულჯა ბოის და ზოგადად მუსიკალური ინდუსტრიის მსხვერპლებს,“ — თქვა მოსარჩელის ადვოკატმა ნეამა რაჰმანიმ.
სოულჯა ბოის ადვოკატის თქმით, წარდმოდგენილი მტკიცებულებები ამ ვერდიქტისთვის არასაკმარისი იყო და სასამართლო პროცესი კულტურული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მოექცა. დაცვის მხარე ვერდიქტის გასაჩივრებას აპირებს.
ქალმა, რომლის ვინაობა საჯაროდ არ გახმოვანებულა, სარჩელი 2021 წელს შეიტანა.
სარჩელის მიხედვით, ქალმა სოულჯა ბოისთან მუშაობა 2018 წელს დაიწყო და მას სახლის დალაგებისთვის, სადილის მომზადებისთვის და სხვა პირადი დავალებების შესრულებისთვის, კვირაში 500 დოლარი უნდა მიეღო — თუმცა, ანაზღაურება არასდროს მიუღია.
ხოლო მისი თქმით, რეპერთან რომანტიკული ურთიერთობის დაწყებას მოჰყვა მასზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოკვლის მუქარა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ სოულჯა ბოი მასზე შეყვარებულ ქალზე ემოციურად მანიპულირებდა, რის გამოც, მრავალჯერადი ძალადობის მიუხედავად, ორი წლის განმავლობაში, ქალმა რეპერისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო.
2020 წელს, როდესაც ქალი მას დაშორდა და ბინაში თავისი ნივთების წამოსაღებად დაბრუნდა, ის კვლავ ცემეს და გააუპატიურეს — წერია სარჩელში.
სოულჯა ბოი, ჰიპ-ჰოპ არტისტია ჩიკაგოდან, ყველაზე მეტად ცნობილია თავისი 2007 წლის ჰიტით “Crank That (Soulja Boy)”, რომელიც Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე გავიდა და გრემის ნომინაციაც მოუტანა „საუკეთესო რეპ სიმღერის“ კატეგორიაში.
2019 წელს სოულჯა ბოის ძალადობისა და გატაცების გამო ყოფილმა შეყვარებულმაც უჩივლა. 2023 წელს სასამართლომ რეპერი პასუხისმგებლად ცნო ჩადენილ დანაშაულზე და ყოფილი შეყვარებულისთვის 471,800 დოლარის ანაზღაურება დააკისრა.
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
კომენტარები