ეუთო/ოდირი: დაკვირვებების 1 924 შემთხვევის 6%-ში პროცესი ნეგატიურად შეფასდა
ეუთო/ოდირი 26 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ მოხსენებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, ხმის მიცემის პროცესი პროცედურული თვალსაზრისით უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული. თუმცა, დაკვირვებების 1 924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა. ამას გარდა, დოკუმენტების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ან ადგილობრივი და სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ პროცესში ჩარევის ფაქტი 27 შემთხვევაში გამოვლინდა. დაფიქსირდა დაძაბულობისა და არეულობის 29 და ხმების დათვლისთვის ხელის შეშლის 7 შემთხვევა.
"დაკვირვების არეალში მოქცეული ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურები არათანმიმდევრულად იყო დაცული - ამომრჩეველთა თითებზე მარკირების რეგულარულად შემოწმება არ ხდებოდა (7%) ან ხმის მიცემამდე მარკირება არ ხდებოდა (4%). ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის დანერგვისა და თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის გამო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა.
ხმის მიცემის პროცესი პროცედურული თვალსაზრისით უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული. თუმცა, დაკვირვებების 1 924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა, უმეტესწილად ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინებაზე მინიშნების გამო, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ერთოდა საარჩევნო უბნებს შიგნით წარმოქმნილი დაძაბულობა და არეულობა და მოქალაქეთა სიჭარბე. დაკვირვების 24%-ში ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრით ან 7%-ში საარჩევნო უბნის და დაგეგმარებასთან ან მოწყობასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო. მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ ეწინააღმდეგება, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად ქართული ოცნებიდან, ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ.
დამკვირვებლების შეფასებით ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა,რადგან კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას. საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ (10%), საარჩევნო უბნების შიგნით კი პარტიის წარმომადგენლები (7%). საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ანგარიშებში აისახა საარჩევნო უბნების 4%-ში მთელი ოჯახის ან ადამიანების ჯგუფის მიერ ხმის ერთდროულად მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში,საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ბრალდებების შესახებ", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ ეწინააღმდეგება, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად ქართული ოცნებიდან, ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ.
"დამკვირვებლების შეფასებით ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა, რადგან კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას", — ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ეუთო/ოდირის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უბნების 7%-ში არაუფლებამოსილი პირები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ადგილობრივი დამკვირვებლები ხელს უშლიდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას.
"ისინი ამოწმებდნენ ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს და დახმარებას უწევდნენ ბიულეტენებთან დაკავშირებულ საკითხებში", — წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში.
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
გადახედვა
-
პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
გადახედვა
-
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები