მიხაილ როთი: ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი — არ ვაღიარებთ შედეგებს, მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს
ფოტო: Picture alliance / Flashpic / Jens Krick
დღეს, 27 ოქტომბერს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა, Instagram-ზე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კანადისა და ევროპის უფროსი პარლამენტარების ერთობლივი განცხადება გაავრცელა:
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მყოფ ერთგულ ევროპელებს, რომლებიც ჩვენს ფასეულობებს, თავისუფლებისკენ სწრაფვას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას იზიარებენ. ჩვენ კვლავ იმ აზრზე ვრჩებით, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს გაერთიანებული ევროპის შუაგულში.
თუმცა, ეს არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა.
წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კლიმატი შეუთავსებელი იყო ევროპული სამართლიანობის სტანდარტებთან. კანდიდატები დააშინეს, დაემუქრნენ, სახელმწიფო ძალაუფლება ბოროტად გამოიყენეს და ხმები მოისყიდეს. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაც კი ამტკიცებს ამას. შესაბამისად, აღმოჩნდა არის არჩევნების მნიშვნელოვნად გაყალბებაც არჩევნების დღეს დაშინებითა და ხმების მოსყიდვით აღმოჩნდა.
შეშინებულზე მეტად ქვეყანა არის გაყოფილი — ქალაქებსა და სოფლებს შორის, ახალგაზრდებსა და მოხუცებს შორის.
ეს არჩევნები იყო არჩევანზე ევროპის ან იზოლაციის, დემოკრატიის ან ავტორიტარიზმის, თავისუფლების ან რუსიფიკაციას შორის. საარჩევნო კამპანიის დროს საკმარისად არ გამოიხატა ის ფაქტი, რომ არ შეიძლება გაგრძელდეს ევროკავშირის დაახლოება მმართველ პარტიასთან და მის პოლიტიკასთან. ქართული ოცნების პოლიტიკა ჩვეულებრივ შეუთავსებელია ევროკავშირთან. ვერაგული “გლობალური ომის პარიის” შიშის კამპანია, იმის თაობაზე რომ საქართველოს ხდის მეორე უკრაინას, შედეგი გამოიღო. არსებობს მხოლოდ ერთი “გლობალური ომის პარტია” რომელსაც სახელით უნდა დაუძახოთ, რომელსაც ჰქვია — რუსეთი.
ამ ყველაფრის ფონზე, ევროკავშირი არ აღიარებს (არჩევნების) შედეგებს.
ჩვენ მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უსამართლო საარჩევნო გავლენაზე, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და მუქარაზე.
ამ დიდი იმედგაცრუების მიუხედავად, ჩვენ არ უნდა ვაქციოთ ზურგი საზოგადოების პროევროპულ ნაწილს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოების დაცვა. ამიტომ, ამ ეტაპზე, უარვყოფთ კოლექტიურ დასჯას — ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.თუმცა, ჩვენ გვაქვს შიშები განათლებული, პროევროპელი ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივესალმებით თქვენ ვიზიტს ევროკავშირში. ეს (ქვეყნიდან გადინება) იქნება ტრაგედია საქართველოს ევროპული ორიენტაციისთვის.
შეშფოთებულნი ვართ საქართველოს “ბელორუსიფიკაციასთან” დაკავშირებით. თუ მმართველი პარტია და მათი ლიდერი თავიანთ განცხადებებს, ქმედებებთან ერთად გააგრძელებენ, (მათი მხრიდან) არსებობს მუქარა ოპოზიციის, დამოუკიდებელ მედიის და კრიტიკულ არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისა და აკრძალვის თაობაზე. ევროკავშირს სურს, რომ განუმარტოს მთავრობის პარტიას, რომ ამ ყოველივეს არ აღიარებს და მსგავს შემთხვევაში, გაგრძელდება ურთიერთობების გაწყვეტა.
ჩვენ ვაგრძელებთ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის გაერთიანების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დაცვის საკითხზე და ამასთან, საქართველოს ევროპული მომავლის დაცვასა და შენარჩუნებაზე." — წერია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:
ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი;
ლიტვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ემანუელის ზინგერისი;
ლიტვის პარლამენტის სპიკერის მოადგილე და ევროპასთან ურთიერთობების თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი;
ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩარლზ ფლანაგანი;
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი;
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები