One Direction-ის წევრები ლიამ პეინის გარდაცვალებას ეხმაურებიან
რამდენიმე დღის წინ ცნობილი ბოი-ბენდის, One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი გარდაიცვალა. ამ ტრაგედიას ბენდის წევრები ინდივიდუალური და ჯგუფური განცხადებებით გამოეხმაურნენ.
ბენდის ინსტაგრამზე საერთო განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს ჰარი სტაილსი, ლუი ტომლინსონი, ზეინ მალიკი და ნაიალ ჰორანი აწერენ. "განადგურებულები ვართ ლიამის გარდაცვალების გამო. ცოტა ხანში, როცა ყველას ექნება ამის შესაძლებლობა, მეტს ვიტყვით ამასთან დაკავშირებით, იქამდე კი ჩვენი ძმის დაკარგვას ვიგლოვებთ და გადავიაზრებთ, რომელიც ძალიან გვიყვარდა," — ვკითხულობთ წერილში.
მოგვიანებით ბენდის წევრებმა საკუთარ გვერდებზეც გაავრცელეს განცხადებები. "ლიამი ღიად ცხოვრობდა და გულიც ღია ჰქონდა. მისი ცხოვრებისეული ენერგია ინფექციურად გადამდები იყო. ის თბილი, მხარდამჭერი და საოცრად მოსიყვარულე იყო. ერთად გატარებული წლები ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფას წლებად დარჩება. ყოველთვის მომენატრები, ჩემო საყვარელო მეგობარო," — დაწერა ჰარი სტაილსმა.
ლიამ პეინთან გამოსამშვიდობებელი პოსტები დაწერეს ზეინ მალიკმა და ლუი ტომლინსონმაც. "შენი წასვლით ძმა დავკარგე. ვერ აგიხსნი, რას გავიღებდი, კიდევ ერთხელ რომ ჩაგხუტებოდი, დაგმშვიდობებოდი და მეთქვა, როგორ მიყვარხარ და როგორ პატივს გცემ," — განაცხადა ზეინ მალიკმა.
ლუი ტომლინსონმაც პირდაპირ ლიამს მიმართა — "საოცრად იღბლიანი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყავი, მაგრამ ძალიან მიჭირს დამშვიდობების იდეასთან შეგუება. მადლიერი ვარ რომ ბენდის დაშლის შემდეგ კიდევ უფრო დავახლოვდით, ტელეფონზე საათობით ვსაუბრობდით, ვიხსენებდით ათასობით საოცარ მოგონებას — მეგონა, მთელი ცხოვრების განმავლობაში გვერდით მეყოლებოდი. ძალიან გამახარებდა შენთან სცენის კიდევ ერთხელ გაზიარება, თუმცა ეს ჩვენს ბედში არ ეწერა.
მინდა იცოდე, რომ თუ ბეარს (ლიამის შვილი) ოდესმე დავჭირდები, ის ბიძა ვიქნები, რომელიც ცხოვრებაში სჭირდება და მოვუყვები, თუ რამდენად საოცარი მამა ჰყავდა."
რაც შეეხება ნაიალ ჰორანს, მისი განცხადებიდან ვიგებთ, რომ ის ლიამ პეინს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდა. "ყველაფერი, რაზეც ერთად გვეცინებოდა, ხანდახან უაზრობებიც კი, ამ სევდიან მომენტში მახსენდება. ჩვენ ერთად ავისრულეთ ყველა გიჟური ოცნება და ეს მოგონებები ჩემთვის მუდამ ძვირფასი იქნება. ის სიახლოვე და მეგობრობა, რაც ჩვენ გვქონდა, ცხოვრების განმავლობაში ხშირად არ ხდება," — დაწერა ჰორანმა.
31 წლის ლიამ პეინი არგენტინაში მდებარე სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა. მომღერალი დაცემას ვერ გადაურჩა და საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები