აგროპროექტი — საგანი, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება
ფოტო: აგროსფერო
2022 წელს საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა აგრონომიის პროგრამის სტუდენტებისთვის საგანი „აგროპროექტი“ დაამატა. მისი მიზანია, სტუდენტებმა დამოუკიდებლად გაზარდონ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა უნივერსიტეტის სადემონსტრაციო ნაკვეთებში და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორმა კომპანია „აგროსფერომ“, რომელიც არაერთი საგანმანათლებლო პროგრამის ინიციატორია, მხარდაჭერა „აგროპროექტსაც“ გამოუცხადა. ის სტუდენტებს უკვე მესამე წელია, კულტურების გაზრდისთვის საჭირო პროდუქციას სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ასორტიმენტი მოიცავს ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს, როგორებიცაა Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებები, Yara-ს მინერალური სასუქები და Saatbau-სა და Nunhems-ის სათესლე მასალები. გარდა ამისა, კომპანია „აგროპროექტს“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინვენტარითა და სხვა საჭირო პროდუქტებითაც ამარაგებს.
აგროპროექტის მნიშვნელობაზე აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს ვატო ლეჟავასა და „აგროსფეროს“ სასწავლო ცენტრის, #აგრარიუმის ხელმძღვანელს მარიამ მერაბიშვილს ვესაუბრეთ.
ბატონო ვატო, საიდან გაჩნდა აგროპროექტის იდეა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი სტუდენტთა განვითარებისთვის?
ვატო ლეჟავა: მიგვაჩნია, რომ სტუდენტებს, თეორიული ცოდნის დაუფლების გარდა, პრაქტიკული გამოცდილების მიღების, ანუ საქმის ხელით კეთების შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ. ამით მათ არა მხოლოდ სხვადასხვა უნარი უვითარდებათ, არამედ სწავლობენ პროცესების მართვას და უფრო ღრმად ითვისებენ იმ თეორიულ საკითხებს, რომლებიც უკვე შეისწავლეს ან მომავალში შეისწავლიან.
აქედან გამომდინარე, გამიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა საგანი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სხვადასხვა კულტურის ხელით გაზრდას, რისკების დაზღვევას, კალკულაციების გაკეთებას, პროდუქციის შეფასებას, ანალიზსა თუ სხვა საჭირო პროცესების მართვას თავად შეძლებდნენ. ყოველ წელს ვრწმუნდებით, რომ ეს საგანი საჭირო და, ამასთანავე, წარმატებული აღმოჩნდა.
ფოტო: აგროსფერო
რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტებში კერძო კომპანიების ჩართულობა?
ვატო ლეჟავა: ზოგადად, ყველა პროგრამის განვითარების პროცესში კერძო სექტორთან ვარკვევთ, რა მოთხოვნებია ბაზარზე, როგორი მოლოდინები აქვთ დამსაქმებლებს კურსდამთავრებულებისგან და ა.შ. შესაბამისად, იმისათვის, რომ პროგრამამ არსებულ მოთხოვნებს უპასუხოს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების ჩართულობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს „აგროსფეროსთან“. კომპანია ჩვენთვის სამაგალითოც კია, რადგან, გარდა „აგროპროექტის“ სპონსორობისა, ის რამდენიმე წელია სტუდენტებს სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამებსაც სთავაზობს.
მარიამ, რატომ გადაწყვიტა „აგროსფერომ“ „აგროპროექტის“ განხორციელების პროცესში ჩართულიყო?
მარიამ მერაბიშვილი: უკვე მეოთხე წელია, რაც „აგროსფერო“ თანამედროვე აგროგანათლების მხარდამჭერია, რისთვისაც კომპანიას მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო. ამ საგნის არსებობამ, სხვა აქტივობების პარალელურად, საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო ფართოდ გამოგვეხატა კეთილი ნება სტუდენტებისადმი და სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნის გაღრმავებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე გამართლებული, გრძელვადიანი და მდგრადია. კომპანიის უდიდესი სურვილია, სტუდენტებს აუმაღლოს მოტივაცია, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დარჩეს დარგში და დაინახოს პერსპექტივა თანამედროვე აგრონომიაში.
ფოტო: აგროსფერო
როგორია „აგროსფეროს“ სამომავლო გეგმები „აგროპროექტთან“ დაკავშირებით?
მარიამ მერაბიშვილი: „აგროსფერო“ მოხარულია, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და მოტივირებაში. ამიტომ კვლავაც სიამოვნებით აგრძელებს სტუდენტებისა და უნივერსიტეტის მხარდაჭერას, როგორც „აგროპროექტის“, ისე სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში.
სტუდენტებმა „აგროპროექტის“ წლევანდელი შედეგები უკვე წარადგინეს. როგორ შეაფასებდით მათ?
მარიამ მერაბიშვილი: „აგროპროექტში“ მონაწილე სტუდენტებმა წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი საკუთარი შედეგებით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის „აგროსფეროს“ მიერ მიწოდებულ პროდუქციას. დადებითი შედეგის მიღწევაში ხაზგასასმელია აგრარული უნივერსიტეტის პროფესორების როლიც, რომელთა რეკომენდაციებითაც იმართებოდა აგროპროცესები. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ სტუდენტების აქტიურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც უმნიშვნელოვანესია დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებისთვის.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები