ნობელი ლიტერატურაში — ვის უწინასწარმეტყველებენ წელს გამარჯვებას
ფოტო: Linda Nylind; Murdo Macleod
2024 წლის ნობელიანტების გამოცხადება დაიწყო. ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ფიზიკის და ქიმიის შემდეგ, 10 ოქტომბერს ჯერი ლიტერატურაზე მიდგება. ეს კატეგორია, როგორც წესი, ყველაზე განხილვადია ხოლმე: ცერემონიამდე თვეებით ადრე იწყება ვარაუდების გამოთქმა, ვინ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია ამ დარგში.
ვარაუდები მოგვიანებით ფსონებად იქცევა და უკვე ბუმქეიკერების რეიტინგი ხდება განხილვის თემა. ასეა ამჯერადაც: მართალია, გამარჯვებულის ვინაობა ხშირად ყველას გაოცებულს ტოვებს, მაგრამ ეს რეიტინგები მაინც საგულისხმოა და ბევრს ამბობს მსოფლიოში მკითხველების მოლოდინებზე.
აი, როგორ გამოიყურება ბუქმეიკერების წლევანდელი პროგნოზი.
ცან შიე
ფოტო: Getty Images
ბუქმეიკერების რეიტინგის სათავეში ჩინელი ავანგარდისტი მწერალი და კრიტიკოსი ცან შიეა, რომლის ნამდვილი სახელიც დენ შიაუჰუა არის. 1953 წელს დაბადებული შიე ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელ სიაში ორჯერ მოხვდა: ერთხელ რომანით სიყვარული ახალ ათასწლეულში, მეორედ კი პროზაული კრებულით მე ბარაკებში ვცხოვრობ. შიეს დაწერილი აქვს მემუარებიც, სადაც იხსენებს, როგორ დევნიდნენ მის ოჯახს მას შემდეგ, რაც მამამისი კომუნისტურმა პარტიამ მემარჯვენედ გამოაცხადა.
შიეს დღეს ჩინური ექსპერიმენტული მწერლობის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად მიიჩნევენ. თუკი იგი მართლაც მიიღებს ნობელს, ამ პრემიის მე-18 ქალი ლაურეატი და მესამე ჩინელი გამარჯვებული გახდება.
ჰარუკი მურაკამი
ფოტო: Murdo Macleod / The Guardian
ცან შიეს ბუქმეიკერების რეიტინგში ფეხდაფეხ მიჰყვება კიდევ ერთი აზიელი მწერალი, ჰარუკი მურაკამი. მურაკამი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იაპონელი ავტორია, რომლის წიგნები მსოფლიოში 50 ენაზეა თარგმნილი და მილიონობით ეგზემპლარადაა გაყიდული. ავტორის ყველაზე გახმაურებულ რომანებს შორისაა ნორვეგიული ტყე, კაფკა პლაჟზე, მოსამართი ჩიტის ქრონიკები და ტრილოგია 1Q84.
შემოქმედების ჟანრობრივი მრავალფეროვნებით ცნობილი ჰარუკი მურაკამის ტექსტებს ხშირად არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვებოდა ხოლმე და მწერალს "არაიაპონურობაში" ადანაშაულებდნენ. თავად მურაკამისაც აღუნიშნავს, რომ იაპონურ ლიტერატურულ წრეში ყოველთვის გარიყულად გრძნობდა თავს.
მარგარეტ ეტვუდი
ფოტო: MasterClass
სიაში მომდევნო კანადელი მწერალი მარგარეტ ეტვუდია. ეტვუდი, რომელსაც ყველაზე მეტად დისტოპიური რომანით მხევლის წიგნი იცნობენ, ბუქმეიკერების პროგნოზში თითქმის ყოველ წელსაა. მეტიც, როცა 2017 წელს ნობელის პრემია ლიტერატურაში კაზუო იშიგუროს ერგო, მან ეტვუდს მოუბოდიშა. მჯერა, რომ ძალიან მალე მიიღებს ამ პრემიასო, დაამატა იშიგურომ.
84 წლის ეტვუდის სხვა ცნობილ წიგნებს შორისაა ორიქსი და კრეიკი, ბრმა მკვლელი და პენელოპიადა — ყველა მათგანი ქართულადაცაა ნათარგმნი. ავტორს ასევე გამოცემული აქვს პროზაული და პოეტური კრებულები, საბავშვო და გრაფიკული რომანები და არამხატვრული ტექსტები. არაერთი პრესტიჟული პრემიის მფლობელი ეტვუდი აქტივიზმსაც ეწევა და იბრძვის დიქტატურების, ცენზურისა და არაეკომეგობრული პოლიტიკის წინააღმდეგ
თომას პინჩონი
ფოტო: Public Domain
ბუქმეიკერები ნობელიანტობის პრეტენდენტად მოიაზრებენ ამერიკელ რომანისტ თომას პინჩონსაც, რომლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი, ლოტ 49-ის გამოცხადება, ქართულადაცაა ნათარგმნი. პინჩონი კი იმითაც გახლავთ ცნობილი, რომ მედიასთან ურთიერთობას გამუდმებით არიდებს თავს და მისი სახეც სულ რამდენიმე, იშვიათ ფოტოსურათში ჩნდება. თუმცა, ცნობილ ანიმაციურ სიტკომში სიმპსონები მწერალი გვევლინება ერთ-ერთ პერსონაჟად, რომელსაც თავადვე ახმოვანებს.
სესარ აირა
ფოტო: Short Story Project
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე არგენტინელი მწერლის სახელი ასევე ფიგურირებს ბუქმეიკერების რეიტინგში. მწერალი, მთარგმნელი და ლექტორი სესარ აირა, რომლის შემოქმედებაც 100-ზე მეტ წიგნს მოიცავს, არაერთი პრემიის ლაურეატი და ნომინანტია, მათ შორის, ბუკერის საერთაშორისო პრემიის ფინალისტი. გასულ წელს ქართულად ითარგმნა და ერთ წიგნად გამოიცა აირას სამი მცირე რომანი: მოჩვენებები, როგორ გავხდი მონაზონი და ერთი ეპიზოდი მოგზაური მხატვრის ცხოვრებიდან.
ჯერალდ მარნეინი
ფოტო: Fairfax Media
ბუქმეიკერების რეიტინგით შედგენილი ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია: ათეულში ერთი და იმავე ქვეყნის წარმომადგენლებს თითქმის ვერ შეხვდებით. აი, ჯერალდ მარნეინი, მაგალითად, ავსტრალიელი მწერალია, რომელიც, ეტვუდის არ იყოს, უკვე არაერთხელ მოხვედრილა ამ სიაში. ავტორს გამოქვეყნებული აქვს რომანები, მოთხრობები, ლექსები, ესეები და მემუარებიც კი. გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა 2018 წელს მარნეინს უწოდა "უდიდესი ინგლისურენოვანი მწერალი, რომლის შესახებაც ხალხის უმრავლესობას არ სმენია".
ერსი სოტიროპულუ
ფოტო: Tovima
აირას და მარნეინის მსგავსი კოეფიციენტით რეიტინგში გვხვდება თანამედროვე ბერძენი მწერალი ერსი სოტიროპულუც. სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრემიის მფლობელ სოტიროპულუს რვა რომანი, ორი პოეტური კრებული და რამდენიმე პროზაული კრებული აქვს გამოცემული. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურად, გერმანულად, იტალიურად, არაბულად და სხვა ენებზეც. სოტიროპულუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი, ხეტიალი ფორთოხლის ხეებს შორის, პირველი რომანია, რომელმაც ერთდროულად მიიღო საბერძნეთის ეროვნული ლიტერატურული პრემია და საბერძნეთის წამყვან კრიტიკოსთა ჯილდო.
ბუქმეიკერების რეიტინგში, შედარებით ნაკლები კოეფიციენტებით, ასევე გვხვდებიან კანადელი პოეტი ენ კარსონი, ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელი რომანისტი სალმან რუშდი და ნორვეგიელი მწერალი კარლ უვე კნაუსგორი.
ნობელის კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებას კი, თუ ვინ დაიმსახურა წელს პრემია ლიტერატურის დარგში, როგორც გითხარით, 10 ოქტომბერს შევიტყობთ.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები