გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია

26 Sep. 2024, 11:19

"ნამდვილად ვიცოდი რომ ეს მომენტი დადგებოდა, თუმცა არა ჩემთვის, არა თქვენთვის, არამედ ქართული კულტურისათვის მინდოდა ეს რაც შეიძლება გვიან ყოფილიყო... ერთი დღე არ ეყოფა იმის ჩამოთვლას რაც ამ მოკლე პერიოდში მოასწარით, სიტყვა მოსწრების საილუსტრაციოდ კი მხოლოდ ერთ მაგალითს დავასახელებ: დღეს ლიბანი იბომბება, ქვეყანა ომის ცეცხლშია გახვეული, ჩვენ კი სწორედ თქვენი გამჭრიახობის წყალობით ერთ-ერთი ლიბანური მონასტრიდან რამდენიმე უნიკალური, აქამდე უცნობი ქართული ხელნაწერის ციფრული ასლის გამოტანა და ეროვნული მეცნიერებისათვის შენარჩუნება მოვასწარით... რამდენი მკვდარი წერტილი გაცოცხლდა, რამდენი ყინული გალღვა და რამდენი ჭაობი დაშრა სფეროში ამას ისტორია, უფრო სწორად უახლოესი მომავალი შეაფასებს.... უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი ღვაწლის.. ამ მადლიერების გამოთქმა კი აქამდე რთული იყო, რადგან მას მავანი ქათინაურად ჩამითვლიდა.... თანამდებობის ტვირთისგან თავისუფლისთვის კი გაცილებით ადვილი და საამაყოა მადლობის თქმა... იშვიათად მყოლია თქვენისთანა ხელმძღვანელი, თქვენისთანა გულწრფელი, ღირსეული, პატრიოტი და საქმეს შეწირული ადამიანი, სწორედ ეს თავდადება და უშიშრობა გვმუხტავდა, გვაძლიერებდა... არასოდეს დამავიწყდება თქვენი მზრუნველობა და ღვაწლი... ყოველთვის ამაყად ვიტყვი, რომ დიდი პატივი იყო თქვენს გვერდით ყოფნა და საქმის კეთება... საგანგებოდ არ ვყვები თქვენს აუწონავ წვლილს ხელოვნების თუ ზუგდიდის დადიანების სასახლეების, ზოგადად სამუზეუმო სფეროს წინაშე, ესეც ისტორიისა და მომავლის შეფასების საქმეა... წინ თქვენთვის ჩვეული საინტერესო და სიახლეებით დატვირთული პერიოდი იწყება, ბედნიერებას გისურვებთ! რა თქმა უნდა არ გემშვიდობებით! უბრალოდ მადლობას გეუბნებით!"

ამის შესახებ "ხელოვნების სასახლის" დირექტორი, გიორგი კალანდია კულტურის მინისტრ თეა წულუკიანზე წერს. შეგახსენებთ, რომ წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ დრეს მისი ბოლო სამუშაო დღე იქნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  2. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
  3. "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
  4. EU-ის ლიდერები აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევიან — რეგიონში ვიზიტების ფარგლებში საქართველოში სტუმრობა არ იგეგმება
  5. რუსი წყვილი, რომელიც Empire State Building-ზე ნიშნობისთვის ავიდა, დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ