9 აგვისტოს, On.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა თბილისი მოლში მდებარე ჰიპერმარკეტ კარფურის მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროში აღმოჩენილ კრიტიკულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. აღნიშნული მასალის შემდეგ On.ge-ს დაუკავშირდა მოქალაქე, რომელმაც 2015 წელს, კარფურში შეძენილი სალათით თავისი ნათესავის მოწამვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

2015 წლის 15 დეკემბერს, თბილისი მოლში მდებარე კარფურში გასაყიდი ერთ-ერთი სალათის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ პროდუქტის უვნებლობის პარამეტრები არ შეესაბამებოდა დადგენილ წესებსა და ნორმებს. ქათმის სალათის კიტრით მოქალაქე ეთერ ნადოიანის მიმართვის საფუძველზე შემოწმდა, რომელმაც მოწამვლის ფაქტი სააგენტოს 2015 წლის 14 დეკემბერს შეატყობინა.

ფოტო: On.ge

დოკუმენტით, რომელიც ნადოიანმა On.ge-ს მიაწოდა ირკვევა, რომ შემოწმებულ სალათში გაზრდილი იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკლტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობა (ნაცვლად 1*104კწე/გ-ისა აღმოჩნდა 5,2*104კწე/გ), ასევე აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები (რაც დაუშვებელია 0,1გ პროდუქტში) და S.aureus (რაც დაუშვებელია 0,1გ პროდუქტში).

On.ge დაუკავშირდა კარფურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც, თუმცა კომპანიაში კომენტარს წერილობითი მიმართვის გარეშე არ აკეთებენ. On.ge-მ კარფურს წერილობითაც მიმართა, მაგრამ პასუხი ჯერ არ გამოუგზავნიათ.