ბექა დავითულიანი

17 Sep. 2024, 19:02

"ვისაუბრეთ იმ სცენარზე, რომ გარე და შიდა ძალებს სურთ არეულობის მოწყობა, არჩევნების უგულებელყოფის ხარჯზე ერთგვარი გადატრიალების მოწყობა. ამ სცენარში, რა თქმა უნდა, გარე აქტორები ხედავენ რა, რომ შიდა ოპოზიციას არ აქვს ძალა, რომ ხელისუფლება მოიპოვონ კანონიერი თუ უკანონო გზით, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, გარედან დაეხმარონ. ამიტომ, კი, მე ველოდები, რომ რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, უფრო და უფრო მძიმე განცხადებები და შეძლებისდაგვარი ნაბიჯები იქნება იმისთვის, რომ დამძიმდეს სიტუაცია და რამენაირად ქართულ ოცნებას გაუფუჭონ ფონი. მაგრამ ეს არ გამოიღებს შედეგს, ეს უკვე კონტრპროდუქტიულია მათი მხრიდან, იმიტომ, რომ უბრალოდ ძალიან უსამართლოა.

საბოლოო სცენარი ხომ ეს არის, თავის დროზე მათ შემოუშვეს აქ მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციით, რომ რამე გადატრიალება მოეწყო. სავარაუდოდ, ვინც ეს გააკეთა, მან იცოდა, რომ დიდი ომი იქნებოდა ჩვენს რეგიონში. ეს დიდი ომი რომ დაიწყო, მეორე დღიდან სრულიად უსამართლოდ, ისე რომ ჩვენზე არავინ არ იფიქრა, დაიწყეს გარკვეული მოთხოვნების წაყენება. ამ მოთხოვნებს რომ არ ავყევით, დაიწყეს დასჯა სრულიად უსამართლო და არაობიექტური. შეხედეთ, არცერთი ობიექტური ფაქტორი არ არსებობდა იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას უკრაინა-მოლდოვაზე წინ ვერ მიღო სტატუსი [...]

[...] თუ რამე ნაბიჯს გადადგამენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე გამძაფრდება და რაც შეუძლიათ, იმ მოქმედებებს განახორციელებენ, რომ არჩევნების შედეგზე ზეგავლენა იქონიონ ქვეყნის გარედან, თუმცა, მაინც ვერ მიიღებენ სასურველ შედეგს. პირიქით, რომ დასრულდება ეს არჩევნები ჩვენი გამარჯვებით, იქნება ცოტა მიტინგი, ცოტა შეკრება რაღაც, მაგრამ გამარჯვება დარჩება ქართული ოცნების მხარეს და მათ მოუწევთ ამ შედეგთან შეგუება."

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი რუსთავი 2-ის ეთერში, კითხვაზე, კიდევ ელოდება თუ არა მმართველი გუნდი სანქციებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს

სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები…