რეკომენდაციები პრეზიდენტს — კიდევ 5 სერიალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მოეწონება
ფოტო: On.ge
სერიალებმა რომ დიდი ხანია, კინოინდუსტრია დაჯაბნა, ეს უკვე ყველას კარგად მოეხსენება. ნეტფლიქსმა, HBO-მ, ამაზონმა თუ სხვა სტუდიებმა ყველა თაობის მაყურებელი მიაჯაჭვა ტელეეკრანებს. ერთგული მაყურებელი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, თუნდაც პრეზიდენტი. აი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის გადაცემაში მხოლოდ ლელასთან განაცხადა, რომ საღამოობით განტვირთვისთვის სერიალებს უყურებს ხოლმე.
მიყვარს ამერიკული სერიალები, House of Cards-ის მსგავსიო, დასძინა ზურაბიშვილმა. მისი ამ ნათქვამიდან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტს განსაკუთრებით პოლიტიკური თრილერები ხიბლავს — იმის მიუხედავად, რომ თავადაც გამუდმებით ხდება პოლიტიკური ინტრიგების სამიზნეში. თუმცა, რადგან იმავე ინტერვიუში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ბევრი სერიალი აქვს ნანახი და ახლის ძიებაში უკვე ნებისმიერს უყურებს, რაც ხელთ შერჩება, გადავწყვიტეთ, ჩვენებური რეკომენდაციებით მოგვემარაგებინა.
1. Homeland (სამშობლო)
ფოტო: Jim Fiscus / MCT
ვეჭვობთ, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული თრილერი ქალბატონ სალომეს უკვე ნანახი აქვს, მაგრამ ამ ჩამონათვალში Homeland-ის ყოფნას ჟანრის კანონი მოითხოვდა.
სამშობლო, რომელიც ისრაელურ სერიალს, ომის ტყვეებს, ეფუძნება, გვიყვება დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ოფიცერ კერი მეთისონზე. კერი, რომელსაც ბიპოლარული აშლილობა აქვს, დარწმუნებულია, რომ ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას ტყვეობაში ჩავარდნილი ამერიკელი სერჟანტი ნიკოლას ბროდი ახლა მათ წინააღმდეგ მოქმედებს და ეროვნულ უსაფრთხოებას რისკს უქმნის. სერიალის სიუჟეტიც სწორედ მაშინ იწყება, როცა ბროდი აშშ-ს გმირის სტატუსით უბრუნდება...
სამშობლოს, რომელიც ჯამში რვა სეზონს მოიცავს, ხშირად აქებენ ერთდროულად ჩამთრევი და ფსიქოლოგიური სიღრმის მქონე სიუჟეტის გამო. ამის და სხვა ბევრი ფაქტორის, მათ შორის, შესანიშნავი სამსახიობო გუნდის დამსახურებით, სერიალმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა — რამდენიმე ემი, ოქროს გლობუსი... ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ისიც, რომ სამშობლოში ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე მონაწილეობს.
2. Scandal (სკანდალი)
ფოტო: ABC
წინა სერიალისა არ იყოს, რთულია, იპოვო ჟანრის მოყვარული, რომელსაც Scandal არ აქვს ნანახი. ტელეშოუების დიდოსტატის, შონდა რაიმსის, შექმნილი ეს სერიალი წინა ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული თრილერია.
სკანდალის მთავარი გმირი თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომელი ოლივია პოუპია, რომელიც კრიზისმენეჯმენტ კომპანიას აფუძნებს და მალევე იძენს მეტსახელს "მომგვარებელი", რადგან გავლენიან ფიგურებს სკანდალების ჩაფარცხვაში ეხმარება. "კოსტიუმებში გამოწყობილ გლადიატორებად" წოდებულ გუნდს, რომელსაც ოლივია ხელმძღვანელობს, სერიალის შვიდი სეზონის განმავლობაში სხვადასხვა სკანდალურ ამბავთან გამკლავება უხდება, ამის ფონზე კი ბევრი პოლიტიკური ინტრიგა გამოდის სააშკარაოზე; ამდენად, ოლივიაც ხშირად უბრუნდება თეთრი სახლის დრამებს, მით უფრო, რომ სასიყვარულო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ფიცჯერალდ გრანტთან...
აღსანიშნავია, რომ ოლივია პოუპის პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს — პრეზიდენტ ჯორჯ ჰ.უ. ბუშის ადმინისტრაციის პრესსპიკერი ჯუდი სმითი, რომელიც სკანდალის ერთ-ერთი პროდიუსერიც იყო.
3. The West Wing (დასავლეთი ფრთა)
ფოტო: NBC
The West Wing-მა, რომლის ჩვენებაც 1999 წელს დაიწყო, დიდწილად განსაზღვრა ახალი საუკუნის ტენდენციები პოლიტიკური სატელევიზიო დრამების ჟანრში. ის თეთრი სახლის შიდა სამზარეულოში სკანდალზე უფრო ახლოს გვახედებს და კულუარული პოლიტიკური თუ პირადული ამბებით ჩამთრევ სიუჟეტს აგებს.
სერიალი გვიყვება გამოგონილ დემოკრატ პრეზიდენტ ჯოსაია ბარტლეტზე და მისი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც თეთრი სახლის "დასავლეთ ფრთაში" მუშაობენ. შვიდი სეზონის განმავლობაში დასავლეთ ფრთას მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს, მათ შორის, ცნობილი პოლიტოლოგები და თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ. ამან სერიალს დიდი ავტორიტეტი და გავლენა მოუტანა.
4. The Crown (გვირგვინი)
ფოტო: Netflix
ამერიკული პოლიტიკური სცენიდან ბრიტანეთის სამეფო ოჯახში გადავინაცვლოთ, რომლის ისტორიაც სატახტოთა თამაშებზე არანაკლებ დრამატულ მოვლენებს მოიცავს. ეს მოვლენები — სამეფო ოჯახის ნამდვილი ამბავი — საფუძვლად დაედო ნეტფლიქსის პოპულარულ ისტორიულ დრამას The Crown, რომელიც თხრობას მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან იწყებს და დედოფალ ელიზაბეთ II-ის მმართველობის პერიოდზე გვიყვება.
ისტორიული ფაქტების სიზუსტით გადმოცემით ცნობილ გვირგვინში ვარსკვლავური სამსახიობო გუნდი მონაწილეობს, მათ შორის არიან კლერ ფოი, ოლივია კოლმანი და იმელდა სტონტონი, რომლებმაც დედოფალი ელიზაბეთი განასახიერეს. ეს ცალკე აღსანიშნავი ფაქტია — სერიალში ერთ პერსონაჟს რამდენიმე მსახიობი ასრულებს, რადგან სიუჟეტი ათწლეულების ისტორიას მიჰყვება. შარშან დეკემბერში გამოვიდა გვირგვინის ბოლო, მეექვსე სეზონი რომელიც მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებზე გვიყვება, მათ შორის, პრინცესა დაიანას სიკვდილზე, პრინცი ჩარლზის მეორე ქორწინებასა და პრინცი უილიამის ქეით მიდლტონთან ურთიერთობის დასაწყისზე.
გვირგვინს მილიონობით მაყურებლის დიდი სიყვარული და არაერთი პრესტიჟული ჯილდო ერგო, მათ შორის, ორი ოქროს გლობუსი საუკეთესო სატელევიზიო დრამის ნომინაციაში.
5. Tehran (თეირანი)
ფოტო: Apple TV+
Tehran, პოლიტიკურზე მეტად, ჯაშუშური თრილერია, მაგრამ ის შუა აღმოსავლეთის რეგიონში არსებულ დაძაბურ პოლიტიკურ მდგომარეობასაც შეეხება, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო რელევანტურია.
თეირანის მთავარი გმირი ირანში დაბადებული ისრაელელი თამარ რაბინიანია, რომელიც ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, მოსადის, აგენტად მუშაობს. სხვისი სახელით შენიღბული თამარი ირანს საგანგებო მისიით უბრუნდება, მისი შესრულებისას კი ბევრ წინააღმდეგობას აწყდება — როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში.
თეირანი პირველი ისრაელური სერიალია, რომელმაც ემის ჯილდო დაიმსახურა. დრამატული სცენებით სავსე ორმა სეზონმა კი მაყურებელი ეკრანებს მიაჯაჭვა. აღსანიშნავია, რომ მეორე სეზონში ლეგენდარული გლენ ქლოუზიც ვიხილეთ. აი, რაც შეეხება მესამე სეზონს, ბოლო ცნობით, მასზე მუშაობა უკვე დასრულებულია, მაგრამ მიმდინარე მოვლენების გამო, შემქმნელებმა პრემიერა განუსაზღვრელი დროით გადადეს. სერიალის ახალ სეზონზე მხოლოდ ის ვიცით, რომ მასში ცნობილი ინგლისელი მსახიობი, ჰიუ ლორიც, გამოჩნდება და სამხრეთაფრიკელ ბირთვულ ინსპექტორს, ერიკ პიტერსონს, განასახიერებს.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
კომენტარები