ცესკო გირჩზე: გაბათილდა ყველა ის ხელმოწერა, რომელშიც სრულად არ იყო მითითებული მონაცემები
ცენტრალურმა საარჩოვნო კომისიამ პარტია გირჩის მიერ წარდგენილი 27 990 ხელმოწერიდან 27 977 ბათილად მიიჩნია. შესაბამისად, თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა გირჩი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრას ვერ შეძლებს. გირჩის საარჩევნო ხელმოწერების შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ბათილად სცნეს ყველა ის ხელმოწერა, რომელსაც არ ადასტურებდა ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი, ან რომელშიც სრულად არ იყო მითითებული კანონით გათვალისწინებული მონაცემები.
ცესკოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ხელმოწერები კანონით განსაზღვრული წესით შეამოწმეს. ანა მიქელაძის თქმით, ბლანკების ჩაბარებიდან, 31 ივლისიდან, ორ დღეში დაიწყეს შემოწმება და საბოლოო პასუხი ოთხი სამუშაო დღის შემდეგ, შვიდ აგვისტოს გადაუგზავნეს პარტიას:
"გირჩის 27 990 ხელმოწერა შეამოწმა ცესკოს შესაბამისმა სამსახურმა. კანონმდებლობის თანახმად, პარტიის მხარდამჭეთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ცესკოს შესაბამისმა სამსახურმა წარმოდგენილი ბლანკები შეამოწმა კანონით დადგენილ ვადაში, რაც სავსებით საკმარისი იყო წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესამოწმებლად".
საარჩევნო კომისიის განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერის ბათილად ცნობის საფუძვლებს:
"მხარდამჭერთა სიის ბლანკში, გარდა კანონით განსაზღვრული რეკვიზიტებისა, ასევე, უნდა იყოს მითითებული ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ბლანკის შევსების თარიღი და ეს დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით".
ცესკოს ცნობით, თუკი ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები არ არის კანონთან თანხვედრაში, ბლანკი მთლიანად არის ბათილად ცნობილი და მასში მითითებული ამომრჩევლის რეკვიზიტები აღარ მოწმდება.
პარტიას შვიდ აგვისტოს გაუგზავნეს შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ 27 990 ხელმოწერიდან 27 977 არის ბათილი, ხოლო 13 - ნამდვილი. გირჩის განცხადებით, ცესკოს შეტყობინებაში არ იყო მითითებული, რა მეთოდოლოგია გამოიყენეს ხელმოწერების შესამოწმებლად.
პარტიის წევრები აპროტესტებენ იმასაც, რომ საქართველოში წლებია პოლიტიკური პარტიები მათ მსგავსად მომზადებულ სიებს აბარებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რეგისტრირდებიან და მონაწილეობენ არჩევნებში.
გირჩმა არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო ხელმოწერები ცესკოში ფაეტონითა და ხურჯინით მიიტანა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები