ტრამპის საიმიგრაციო გეგმა: როგორ უნდა მოაგროვო ქულები ამერიკაში საცხოვრებლად
მწვანე ბარათის გათამაშება არ უქმდება, თუმცა იცვლება მისი სისტემა.
ფოტო: Martin Schoeller
ოთხშაბათს, 2 აგვისტოს, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ლეგალური ემიგრაციის კანონის ორად გაყოფას და სამუშაო ვიზის ქულათა სისტემით ჩანაცვლებას.
იმიგრანტებისთვის ქულათა მინიჭების მსგავს სისტემას იყენებენ კანადასა და ავსტრალიაში, რასაც ტრამპი ხშირად აქებს. აღნიშნული სისტემით, აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის მსურველებს ქულებით შეაფასებენ და ყოველწლიურად ხელმისაწვდომ 140 ათას საიმიგრაციო ვიზას მიიღებენ ის პირები, რომლებიც ყველაზე მაღალ ქულას დააგროვებენ.
ქულათა სისტემის მიხედვით, რომელსაც კონგრესმა უკვე დაუჭირა მხარი, ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებს ის კანდიდატი, რომელიც თითქმის სრულყოფილად ფლობს ინგლისურს, არის 26-დან 31 წლამდე, ამერიკაში მიიღო დოქტორანტურის ან სხვა პროფესიული ხარისხის განათლება და იმაზე სამჯერ მაღალი ხელფასის შემოთავაზება აქვს, ვიდრე - თავის ქვეყანაში.
განსაკუთრებული შემთხვევები და გარემოებები უპირატესობად არ ჩაითვლება, სამაგიეროდ, ოლიმპიური მედალი ან ნობელის პრიზი, ქულების სისტემაში მომგებიანად ითვლება.
იმისათვის, რომ კანდიდატმა გააკეთოს განაცხადი აშშ-ს საიმიგრაციო ვიზაზე, უნდა დააგროვოს 30 ქულა.
ქულების დაგროვება კი შემდეგნაირადაა შესაძლებელი:
ასაკი
პრიორიტეტი ენიჭება სამუშაოსთვის შედარებით მაღალ წლებს.
- 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი 6 ქულას მიიღებს;
- 22-დან 25-მდე - 8 ქულას;
- 26-დან 30 წლამდე - 10 ქულას.
30 წლის ზემოთ, ქულები კვლავ იკლებს:
- 31-დან 35-მდე - 8 ქულა;
- 36-დან 40-მდე - 6 ქულა;
- 41-დან 45-მდე - 4 ქულა;
- 46-დან 50-მდე - 2 ქულა.
არასრულწლოვნები [18 წლამდე] და 50-ს გადაცილებულები, ასაკის მიხედვით, ვერცერთ ქულას მიიღებენ, თუმცა 50 წელს ზემოთ მყოფ პირებს აპლიკაციის შევსების უფლება აქვთ.
განათლება
რაც უფრო მეტი აკადემიური ხარისხი გაქვთ მიღებული, მით მაღალ ქულას მოიპოვებთ:
- ამერიკის სასკოლო ატესტატი ან მისი უცხოური ექვივალენტი 1 ქულას უდრის;
- უცხოური ბაკალავრიატის ხარისხი - 5 ქულა;
- ამერიკაში მიღებული ბაკალავრის ხარისხი - 6 ქულა;
- უცხოური მაგისტრატურის დიპლომი STEM-ის [მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა] სფეროში - 7 ქულა;
- ამერიკაში მოპოვებული მაგისტრის ხარისხი - 8 ქულა;
- უცხოეთში მიღებული დოქტორანტის ხარისხი - 10 ქულა;
- ამერიკაში მიღებული დოქტორანტის ხარისხი - 13 ქულა.
ინგლისური ენის ცოდნა
ქულები გენიჭება ინგლისური ენის კარგად ფლობის შემთხვევაშიც, რაც ინგლისური ენის სტანდარტული ტესტით გამოითვლება.
- ის, ვინც ტესტის პასუხებში 60%-ზე ნაკლებ სწორ პასუხს დააგროვებს, ვერცერთ ქულას მიიღებს.
- 80% სწორი პასუხები - 6 ქულა;
- 80-დან 90 პროცენტამდე სწორი პასუხები - 10 ქულა;
- 90%-იანი სიზუსტე - 11 ქულა;
- 100%-ით სწორი პასუხები - 12 ქულა.
სამსახურის შემოთავაზება
ამ შემთხვევაში, ქულებზე გავლენას ამერიკაში შეთავაზებული ანაზღაურების სამშობლოში არსებულ ხელფასთან მიმართება განსაზღვრავს.
- შენი ქვეყნის ხელფასის 150%-ის შეთავაზების შემთხვევაში - 5 ქულა;
- 200%-ის შემთხვევაში - 8 ქულა;
- 300%-ის შემთხვევაში - 13 ქულა.
ნობელის პრიზი
არსებობს ბონუს ქულები ექსტრაორდინალური მიღწევებისთვის. ნობელის პრიზის ან "მსგავსის" ქონის შემთხვევაში, 25 ქულას მიიღებთ.
ოლიმპიური მედალი
15 ქულა ყველას, ვისაც ოლიმპიური მედალი აქვს პირადად მიღებული, ან დაჯილდოებულია ოლიმპიადასთან ახლოს მყოფ სპორტულ საერთაშორისო კონკურსებზე.
ინვესტორები
კანონი აუქმებს იმ კატეგორიის ვიზებს, რომლებიც ამერიკაში უცხოელ ინვესტორებს ახალისებდა. ესაა EB-5 პროგრამა, რომელიც ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის, ოჯახმა გამოიყენა ამერიკაში ბიზნესის საწარმოებლად.
ამ კონცეფციით, 6 ქულას მიიღებს ის აპლიკანტი, რომელიც 1,35 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს ამერიკაში ახალი კომერციული საწარმოს შესაქმნელად.
1,8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შემთხვევაში, ქულები 12-მდე იზრდება.
მეუღლეები/პარტნიორი
კანონის მიხედვით, აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ მეუღლის/პარტნიორის თან წაყვანა, მათი ქულებიც იგივე სისტემით უნდა გამოთვალონ.
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
კომენტარები