დავით ნარმანია: 13 ივნისს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მერიას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა
თბილისის მერმა 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ 13 ივნისის სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი დაზარალდა, ხოლო დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დედაქალაქის მერიას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.
თბილისის მერმა სტიქიის ზარალის შეაფასა: "განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია. მზიური და ზოოპარკი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ცოცხალი კოლექციის დიდი ნაწილი".
ნარმანიის თქმით, მერიამ პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები 14 ივნისს, გამთენიისას, დაიწყო:
"480 დაზარალებული მოქალაქე განვათავსეთ სასტუმროებში და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველვყავით. გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება და გადავეცით მედიკამენტები, საკვები. 14 ივნისიდანვე დავიწყეთ გზის გაწმენდითი სამუშაოები. დაფიქსირდა უპრეცედენტო სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეც. სამსახურებთან ერთად, 10 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილებდა, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო".
თბილისის მერის თქმით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარებისა და შემოწირულობების სახით 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხები გადმორიცხეს ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ბანკებმა, ეს თანხა მოიცავს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ დახმარებებს.
"კერძო პირებისა და კომპანიების მხარდაჭერით, 35 ბინის მიღება დაუკანონებელი ფართების მესაკუთრეებმაც შეძლეს" - თქვა ნარმანიამ.
მერიის ინფორმაციით, აღწერის შედეგად განისაზღვრა 2 კატეგორია:
- პირველი კატეგორიის ობიექტებში შევიდა ის სახლები, რომლებიც სრულად განადგურდა;
- მეორე კატეგორიად განისაზღვრა ის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო.
ნარმანიას თქმით, პირველი კატეგორიის დიდი ნაწილი ამ დროისთვის ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია, თუმცა პროცესი გრძელდება, ხოლო მეორე კატეგორიაში მოხვედრილ საცხოვრებელ სახლებს სარემონტო სამუშაოები უტარდება.
"დაზარალებულებმა ფულადი დახმარებები მიიღეს საოჯახო ნივთების შესაძენად. რაც შეეხება დაზიანებულ ავტომანქანებს, 117 ფიზიკურ პირს გაუფორმდა ხელშეკრულება და ფულადი დახმარების სახით, ჯამში 880 291 ლარი იქნა გაცემული. აღნიშნული პროცესი ახლაც გრძელდება".
მერის თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დედაქალაქის მთავრობას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა. მათ შორისაა: წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელის აღდგენა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების გატანა, გზების აღდგენა, საყრდენი კედლებისა და ფერდობების გამაგრება და ა.შ. დიდი პროექტებიდან აღსანიშნავია გმირთა მოედნის და სანაპიროს რეაბილიტაცია, ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში, ახალი ხიდის მშენებლობა ვერეს ხეობაში, საყრდენი კედლის მოწყობა წყნეთის ქუჩაზე, საყრდენი კედლების მშენებლობა წყნეთის გზატკეცილზე და ა.შ.
ნარმანიამ აღნიშნა, რომ ვერეს ხეობაში დაზიანებული გვირაბების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა და მიმდინარეობს ნატანდამჭერი ცხაურის მშენებლობა ვერეს ხეობაში და კოჯორი-სამადლოს გზის მშენებლობა.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, მდ. ვერეზე წინასწარი შეტყობინების (განგაშის) სისტემა დამონტაჟდა, განლაგდა ატმოსფერული ნალექების მზომი მეტეოროლოგიური საგუშაგოები და მდინარეში წყლის დონის მზომი ჰიდროლოგიური საგუშაგოები.
ნარმანიას თქმით, მდ. ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს მზიურის პარკის პროექტირება, რომლის შემდეგაც დაგეგმილია პარკის მშენებლობა.
13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული ადამიანებიდან 2 დღემდე არაა ნაპოვნი.
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
კომენტარები