დედამიწაზე კლიმატი იცვლება და ეს სულ უფრო საგანგაშოა.

კლიმატის სისტემის ახალი მოდელის თანახმად, თუ გლობალური დათბობა პარიზის შეთანხმების მთავარ მიზანს გადააჭარბებს, ეს გამოიწვევს ისეთ ჯაჭვურ რეაქციას, რომლიდანაც უკან დაბრუნება ძალიან რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნება.

ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ შარშან წელიწადის 365-ვე დღის საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიული პერიოდის მაჩვენებელს 1°C-ით აღემატებოდა. ცნობისთვის, პარიზის შეთანხმების მიხედვით, ზღვარი 1.5°C-ს არ უნდა გადასცდეს.

შემდეგი პოდკასტი: გლობალური დათბობა — რა იცვლება საქართველოში

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ მიზნის მიღწევა ჯერ კიდევ შეგვიძლია, თუმცა ზოგის აზრით, ეს უკვე შეუძლებელია.

რაც შეეხება ბოლო კვლევას, მას კლიმატის მეცნიერები, ტესა მიოლერი და ანნიკა ერნესტ ჰოგნერი ხელმძღვანელობდნენ. კვლევაში "უკან არდაბრუნების" ოთხი შესაძლო წერტილი შეისწავლეს. საუბარია მომენტზე, როდესაც კლიმატი მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს, რაც კიდევ უფრო დიდ და სწრაფ ცვლილებებს გარდაუვალს გახდის.

ეს მოიცავს ატლანტის ოკეანის მთავარი მიმდინარე სისტემის, ამაზონის ტროპიკული ტყეების, გრენლანდიის ყინულის საფარისა და დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის დაშლას. მეტიც, ექსპერტები შიშობენ, რომ ატლანტის ოკეანის ამჟამინდელი სისტემა, შესაძლოა, 2050 წლისთვის განადგურდეს. საყურადღებოა გრენლანდიის ყინულის საფარიც, რომელიც ასევე განადგურების პირასაა.

"დავადგინეთ, რომ 2300 წლისთვის 1.5°C გადაილახება, რის შემდეგაც დათბობის ციკლი შეუქცევადი გახდება", — აღნიშნულია კვლევაში.

ეს ერთი შეხედვით შორეული მომავალია, მაგრამ მიიჩნევა, რომ თუ პლანეტის საშუალო ტემპერატურა 1.5°C-იან ზღვარს გადალახავს, შეუქცევადი პროცესები დაიწყება. ეს დომინოს ეფექტის მსგავსია, როდესაც ერთი ქვა მეორეს აქცევს, მეორე კი მესამეს და ასე გრძელდება საბოლოო ჩამოშლამდე.

მკვლევრების თქმით, 2100 წლისთვის სათბური აირების ნულოვანი ემისიის მიღწევით, რისკებს მნიშვნელოვნად შევამცირებთ.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.