"არ ვჩერდებით და ვავითარებთ ადამიანურ კაპიტალს", — ზურაბ პერტაია, საქართველოს ბანკის Upskill პროგრამის ლიდი
ფოტო: საქართველოს ბანკი
წლების განმავლობაში საქართველოს ბანკმა, ციფრული ტრანსფორმაციის დანერგვის გზით, რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის პოზიცია დაიკავა. შეიცვალა ტექნოლოგიური გუნდების მუშაობის პროცესი და ის ეჯაილ სისტემაზე გადაეწყო. გრძელდება თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვაც, რისთვისაც Upskill პროგრამები ინერგება. ზურაბ პერტაია, საქართველოს ბანკის Upskill პროგრამის ლიდი გვიამბობს, როგორ მუშაობს ბანკში ტექ-გუნდების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები.
"2024 წლის იანვრიდან საქართველოს ბანკში ADM ტრანსფორმაციის პროცესი დაიწყო. ეს ეჯაილზე მომუშავე გუნდების სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციას გულისხმობს. მისი ნაწილია Upskill პროგრამაც, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით თანამშრომლების კომპეტენციურ ზრდას უწყობს ხელს", — განმარტავს ზურაბ პერტაია, რომელიც საქართველოს ბანკის გუნდს ამავე პერიოდში შემოუერთდა.
ზურაბ პერტაიას განმარტებით, Upskill პროგრამა რამდენიმესაფეხურიან პროცესს მოიცავს. იგი იწყება ეგრეთ წოდებული capability gap-ის დადგენით, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, განსაზღვროს, ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე გუნდებს რა მიმართულებით სჭირდება ცოდნის ამაღლება. შედეგად, იქმნება Upskill დიზაინი — ტრენინგის, ვორკშოპის თუ მასტერკლასის ფორმატში. პროცესის ნაწილია მონიტორინგი და შეფასებაც.
როგორც ზურა აღნიშნავს, თანამშრომლების შეფასება ყველა ტრენინგისა თუ ე.წ. ბუთქემფის ბოლოს მიმდინარეობს. იმასაც ამბობს, რომ საკუთარ თავს, ზრდის შესაფასებლად, მაღალი კრიტერიუმები დაუწესეს.
"შეფასების პროცესი ერთჯერადი არაა. ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ყველას გვჭირდება ინდივიდუალურად ამ ტემპისთვის ფეხის აწყობა, სიახლეებზე ყურადღების მიდევნება, შესაბამისად, საკუთარ შესაძლებლობებს მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით და ვაფასებთ", — ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ეს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და პროცესების გამართვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
"საქართველოს ბანკი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ძლიერი კომპანიაა, რომელსაც ადამიანური და ტექნოლოგიური კუთხით დიდი რესურსები აქვს. ჩემი როლი კი ადამიანური რესურსების გაძლიერებას და თანამშრომლების კომპეტენციის მაღალ სიმაღლეებზე აყვანას გულისხმობს. შედეგად, ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე ჩვენ ლიდერულ პოზიციას ვინარჩუნებთ", — ამბობს ზურაბ პერტაია.
Upskill პროგრამებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს - ხელი შეუწყოს გუნდებს, არ გაჩერდნენ და ფეხდაფეხ მიჰყვნენ გლობალურ ტექნოლოგიურ პროგრესს.
"ჩვენი მთავარი ღირებულება არის ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად დავნერგოთ მოწინავე ტექნოლოგიები. ჩვენი მიზანია, პროცესები, რომლებსაც ვახორციელებთ, და ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებსაც ვქმნით, იყოს მაქსიმალურად სწრაფი, მომხმარებელზე მორგებული, ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული. ჩვენი ამოცანაა, ამ ყველაფერს ხელი შევუწყოთ გამოცდილი, ინფორმირებული, კომპეტენტური ადამიანური რესურსით, რომელიც ამ პროცესებს უძღვება. ამით ჩვენ ხელშესახებს ვხდით საქართველოს ბანკის მთავარ მესიჯსაც — "არ გაჩერდე."
ზურაბ პერტაიას შეფასებით, საქართველოს ბანკი ადგილობრივ ტექნოლოგიურ ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა მიზანი მსოფლიოში ცნობილ ფინანსურ-ტექნოლოგიური გიგანტებისთვის კონკურენციის გაწევაა.
"ჩვენ ამბიცია გვაქვს, ვიყოთ ლიდერი არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ დავუახლოვდეთ გლობალური ბრენდების მაჩვენებლებს. Upskill ინიციატივაც ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობ, საქართველოს ბანკი კომპლექსური, მაღალი ხარისხის ციფრული პროდუქტებით გამოირჩევა, რასაც ტექნოლოგიურ საზოგადოებასა და ბაზარს სთავაზობს. ამაზე ციფრული არხების მუდმივი, მილიონ ნახევარი მომხმარებელიც მეტყველებს."
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები