სილქ რიალ ისთეითმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 1-წლიანი, 7 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა
ფოტო: თიბისი ბანკი
სილქ რიალ ისთეითმა, საქართველოში უძრავი ქონების მართვის და სტუმართმასპინძლობის ბიზნესის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ, საფონდო ბირჟაზე პირველი, ევროში დენომინირებული, 1-წლიანი ობლიგაციების ემისია თიბისი კაპიტალის, გალტ & თაგარტისა და სილქ ბანკის მხარდაჭერით განახორციელა. ამჯერად, განთავსებული ობლიგაციების საერთო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს.
სილქ რიალ ისთეითმა 2023 წლის აპრილში გამოუშვა და განათავსა 20 მილიონი აშშ დოლარის პირველი ტრანში, წლიური ფიქსირებული 9.00%-იანი კუპონით. მეორე ტრანში - 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, 9.25%-იანი კუპონით, წარმატებით განთავსდა 2023 წლის სექტემბერში. შეთავაზებებს მაღალი დაინტერესება მოჰყვა, ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს შორის.
ევროში დენომინირებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებელი 7.0%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულ სახსრებს კომპანია არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებს.
ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე მესამე განთავსება კომპანიიის თანმიმდევრული განვითარების, პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშომლობისა და წარმატების დასტურია.
მამუკა შურღაია, სილქ რიალ ისთეითის აღმასრულებელი დირექტორი: "სილქ რიალ ისთეითმა საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების მორიგი ემისია განახორციელა. ეს კომპანიის პირველი, ევროში დენომინირებული 1-წლიანი ობლიგაციებია. გასულ წელს გამოშვებული ობლიგაციების ჯამურმა ოდენობამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა. მინდა გაწეული სამუშაოსთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ წარმატების მიღწევაში."
ალექსი ხოროშვილი, სილქ ბანკის გენერალური დირექტორი: "მოხარულნი ვართ, რომ გალტ & თაგარტთან და თიბისი კაპიტალთან ერთად კიდევ ერთხელ შევიტანეთ წვლილი სილქ რიალ ისთეითის ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. სილქ ბანკი და სილქ რიალ ისთეითი ერთი ჯგუფის წევრები არიან, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბანკის მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, შეეძინათ სილქ რიალ ისთეითის, ამჯერად ევროში დენომინირებული ობლიგაციები."
ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე: "მოხარულები ვართ, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას „სილქ რიალ ისთეითთან“ და ამჯერად რიგით მესამე წარმატებული ემისია განვათავსეთ. აღსანიშნავია, რომ მოცემული გარიგება წარმოადგენს პირველ, ერთ წლიანი ვადიანობის ობლიგაციების ემისიას საქართველის კაპიტალის ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც კომპანიებს, ასევე ინვესტორებს, მუდმივად ვთავაზობდეთ ინოვაციურ და მაქსიმალურად მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს. ვიმედოვნებთ, რომ „სილქ რიალ ისთეითთან“ ერთად კაპიტალის ბაზარზე კიდევ არაერთ წარმატებულ ემისიას განვახორციელებთ."
მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მართველი დირექტორი: "მოხარული ვარ, რომ სილქ რიალ ისთეითმა პირველი 1-წლიანი ევროს ობლიგაციები წარმატებით
განათავსა და მოკლევადიან პროდუქტებში ინვესტირებით დაინტერესებული, ახალი ტიპის ინვესტორები მოიზიდა. 2023 წელს სილქ რიალ ისთეითის სადებიუტო ემისიის მხარდამჭერები ვიყავით და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით,
დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში უწყვეტად ვუწყობთ ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს უძრავი ქონების მართვისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი და მსხვილი ბრენდი, რომლის წინსვლაც, არა მხოლოდ ჯგუფს, არამედ ქვეყანას ხდის კიდევ უფრო მიმზიდველს ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისათვის."
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
კომენტარები