სახ.დეპის წარმომადგენელი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს "უცხოეთის აგენტების კანონი“ და სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები
ფოტო: Reuters
ამერიკის კონგრესში, საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით, გუშინ, 23 ივლისს, მოსმენა გაიმართა. ამერიკელი კანონმდებლები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უსმენდნენ, რათა განსაზღვრონ, რა პოლიტიკა უნდა გატარდეს საქართველოსადმი, რომლის ხელისუფლებამაც, როგორც თავად ამბობენ, ქვეყანა დემოკრატიულ გზას დააშორა.
მოსმენაზე მოწმეების სახით იკითხებოდნენ ჯოშუა ჰაკი და კრისტოფერ სმიტი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან და ასევე, ალექსანდრ სოკოლოვსკი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროდან.
ჯოშუა ჰაკიმ თქვა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
“ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია წარსულში არსებული დემოკრატიული გზიდან, რითაც ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი [საქართველო-ამერიკის] ორმხრივი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენა”,— თქვა ჰაკიმ.
საქართველოს ოქტომბრის არჩევნების წინ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის მიზნით დანიშნულ შეხვედრაზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი “უცხოეთის გამჭვირვალობის გავლენის კანონს”.
“მათ [საქართველოს მთავრობამ] მიღეს ანტიდემოკრატიული კანონი, მოახდინეს სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, დაუშვეს ძალადობის ესკალაცია და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით და გაავრცელეს დეზინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ათწლეულებია მხარს უჭერენ საქართველოს”, — ამბობს ჯოშუა ჰაკი.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან დეტალურად ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რაც გასული ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას დაუწესა. მან, ასევე, განმარტა, რომ ამერიკის უმაღლესი დონის თანამდებობის პირებმა პირადად განუმარტეს საქართველოს ხელისუფლებას, რა შედეგები მოჰყვება მათ ქმედებებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია წარსულში არსებული დემოკრატიული გზიდან, რითაც ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი [საქართველო-ამერიკის] ორმხრივი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენა
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკა მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაყინოს 30 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება საქართველოსთვის. ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა თქვა, რომ პენტაგონი საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო წვრთნებს წყვეტდა.
მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუკი მთავრობა შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს:
“იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები თავიანთ ქმედებებს გადახედავენ, დააბრუნებენ საქართველოს თავის დემოკრატიულ გზაზე და შეასრულებენ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით [საქართველოს] ხელისუფლებას, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გამოსახატად არის “უცხოეთის გავლენის კანონის” უკან გაწვევა, არადემოკრატიული კანონების შეწყვეტა და იმის გარანტირება, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება”,— განმარტავს ჰაკი.
-
თამარ მეარაყიშვილი შიმშილობის ფონზე საავადმყოფოში გადაიყვანეს თამარ მეარაყიშვილი შიმშილობის ფონზე საავადმყოფოში გადაიყვანეს
გადახედვა
-
დასალევი ვაქცინა? — იმუნოლოგმა შექმნა ლუდი, რომლის მიღებითაც "აიცრებით" დასალევი ვაქცინა? — იმუნოლოგმა შექმნა ლუდი, რომლის მიღებითაც "აიცრებით"
გადახედვა
-
სიხარულის 28-წლიანი ისტორია: როგორ დაიწყო კოკა-კოლას ქარავნის ამბავი საქართველოში სიხარულის 28-წლიანი ისტორია: როგორ დაიწყო კოკა-კოლას ქარავნის ამბავი საქართველოში
-
საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა — მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა — მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
-
ქალი პოლიტიკოსები: მთავრობას მოვუწოდებთ, გაავრცელონ ინფორმაცია თამარ მეარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები: მთავრობას მოვუწოდებთ, გაავრცელონ ინფორმაცია თამარ მეარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
ალიანს ჯგუფი 20 წლისაა ალიანს ჯგუფი 20 წლისაა
-
რომელია 2025 წლის საუკეთესო ფილმი — ჩვენი მკითხველის არჩევანი რომელია 2025 წლის საუკეთესო ფილმი — ჩვენი მკითხველის არჩევანი
გადახედვა
-
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია ₾0,5 მლნ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია ₾0,5 მლნ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
როგორ გადარჩე მაშინ, თუ ბოლო ჭიქა, რომელიც არ უნდა დაგელია, მაინც დალიე როგორ გადარჩე მაშინ, თუ ბოლო ჭიქა, რომელიც არ უნდა დაგელია, მაინც დალიე
-
წარმოაჩინე შენი ბიზნესი მობილბანკში — როგორ მუშაობს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი წარმოაჩინე შენი ბიზნესი მობილბანკში — როგორ მუშაობს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი
-
ნინო წილოსანი: ბიძინა ივანიშვილი თავისი არსებობით არის გარანტი, რომ ეს პოლიტიკური გუნდი არასდროს დაუშვებს თავის თავში, რომ არასწორი მიმართულებით წავიდეს ნინო წილოსანი: ბიძინა ივანიშვილი თავისი არსებობით არის გარანტი, რომ ეს პოლიტიკური გუნდი არასდროს დაუშვებს თავის თავში, რომ არასწორი მიმართულებით წავიდეს
გადახედვა
-
რამდენი გრძნობა გვაქვს სინამდვილეში და რატომ არაა პასუხი 5 — რას ამბობს მეცნიერება რამდენი გრძნობა გვაქვს სინამდვილეში და რატომ არაა პასუხი 5 — რას ამბობს მეცნიერება
გადახედვა
-
უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში
გადახედვა
-
გადაშენდა კიდევ ერთი ცხოველი — შობის კუნძულის ბიგა გამქრალ სახეობად გამოცხადდა გადაშენდა კიდევ ერთი ცხოველი — შობის კუნძულის ბიგა გამქრალ სახეობად გამოცხადდა
გადახედვა
-
"ენერგო-პრო ჯორჯია": დასავლეთ საქართველოში ძლიერმა თოვამ მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროენერგიის ქსელი "ენერგო-პრო ჯორჯია": დასავლეთ საქართველოში ძლიერმა თოვამ მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროენერგიის ქსელი
გადახედვა
-
აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს — მიმდინარეობს ინტენსიური გზის გაწმენდის სამუშაოები აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს — მიმდინარეობს ინტენსიური გზის გაწმენდის სამუშაოები
გადახედვა
-
დიდთოვლობის გამო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესდა — ბოლო ცნობები, რა ვითარება გზებზე? დიდთოვლობის გამო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესდა — ბოლო ცნობები, რა ვითარება გზებზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა "სანამ ბიზნესს დაიწყებთ" შექმნა საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა "სანამ ბიზნესს დაიწყებთ" შექმნა
-
რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე — გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე — გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი
-
სულხან თამაზაშვილი: არ აქვს ჩემთვის, პირადად, მნიშვნელობა სულხან თამაზაშვილი სანქცირებული იქნება თუ არა. ჩემთვის მთავარი ის პასუხისმგებლობაა სულხან თამაზაშვილი: არ აქვს ჩემთვის, პირადად, მნიშვნელობა სულხან თამაზაშვილი სანქცირებული იქნება თუ არა. ჩემთვის მთავარი ის პასუხისმგებლობაა
გადახედვა
-
ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიმრებული თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიმრებული თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა
გადახედვა
კომენტარები