მასკის თქმით, მან მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი გააქტიურა
მასკი ამტკიცებს, რომ მისი ახალი სუპერკომპიუტერი მსოფლიოში ყველაზე მძლავრია. გავრცელებული ინფორმაციით, სუპერკომპიუტერი 100 000 Nvidia AI ჩიპით არის აღჭურვილი, რაც მას ყველაზე მძლავრ AI სისტემად აქცევს.
ტენესის შტატში შექმნილი ეს სუპერკომპიუტერი მასკის სტარტაპს (xAI) ეკუთვნის. მის აწყობას 122 დღე დასჭირდა.
"Colossus ყველაზე ძლიერი AI სასწავლო სისტემაა მსოფლიოში", — თქვა მასკმა X-ზე.
სუპერკომპიუტერი აგებულია Nvidia H100 გრაფიკული დამუშავების სისტემით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად საუკეთესოა. ამ ტექნოლოგიას იყენებენ ისეთი სისტემების გასაწვრთნელად, როგორიცაა AI ჩატბოტები და გამოსახულების გენერატორები.
და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. მასკი ამბობს, რომ რამდენიმე თვეში Colossus უფრო გაძლიერდება და მასში მთლიანობაში 200 000 AI ჩიპი იქნება. ეს მოიცავს 50000 H200 GPU-ს, უფრო ახალ ვერსიას, რომელიც ორჯერ მეტ მეხსიერებასა და 40%-ით მეტ გამტარუნარიანობას ნიშნავს.
მასკმა xAI მხოლოდ გასულ ზაფხულს დააარსა, მისი მთავარი პროდუქტი Grok-ია, AI ჩატბოტი, რომელიც ინტეგრირებულია X-ში. მთლიანობაში, ეს ყველაფერი იმაზე უთითებს, რომ მასკი სიმართლეს ამბობს და ახლა მას მართლაც უმძლავრესი სუპერკომპიუტერი აქვს.
როგორც Fortune აღნიშნავს, Nvidia მასკს, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კლიენტს ისე ხედავს, რადგან მან უკვე იყიდა ათიათასობით GPU Tesla-სთვის. საუბარია დაახლოებით 3-იდან 4 მილიარდ დოლარზე.
ზოგიერთი ჩიპი, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო Tesla-ს ავტონომიური მართვის სისტემის გასაწვრთნელად, ახლა Grok-ის დასახვეწადაც გამოიყენება.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ასეთ ჩიპის ღირებულება 40 000 დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასკი ამ ყველაფერში რამდენიმე მილიარდს დახარჯავდა.
კომენტარები