აშშ-შ 1.4 მილიონი ტრანსგენდერი ცხოვრობს, ჯეიმი ვილსონიც მათ შორის არის.

ვერაფრით იფიქრებთ, რომ ახალგაზრდა, რომელიც ახლა უკვე ტიპური ამერიკელი დაკუნთული კაცია, ოდესღაც არანაკლებად მომხიბვლელი ქალი იყო.

ფოტო: boredpanda

ჯეიმიმ 2015 წელს მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საკუთარ სხეულს გამომშვიდობებოდა და კაცად გარდასახულიყო, დროთა განმავლობაშ კი დასახული მიზნისაკენ მიმავალ გზაზე შოკისმომგვრელად წარმატებული შედეგების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში, მისი ათასობით გამომწერისთვის აქვეყნებდა.

ორი წლის შემდეგ, ჰორმონების სისტემატიური მიღებით, ოპერაციებისა და საკუთარ სხეულზე სავარჯიშო დარბაზში ყოველდღიური მუშაობის შედეგად, მან თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება აისრულა და გახდა ის, ვინც ისედაც იყო.

"როდესაც ჩემი ოჯახისა და მეგობრების წინაშე ქამინგ აუთს ვაკეთებდი, ძალიან მეშინოდა. როგორც აღმოჩნდა, ეს მათთვის იმდენად შოკისმომგვრელი და გაუგებარი იყო, რომ არანაირი თანადგომა არ მიმიღია. საზოგადოების ნაწილს ჩემი არ ესმოდა, მათ შორის ჩემთვის ყველაზე ახლობელ და საყვარელ ადამიანებს, საბოლოოდ კი საკუთარი თავის წინაშე მარტოდმარტო დავრჩი", ამბობს ჯეიმი.

მოგვიანებით, ჯეიმის მარტოობას ათასობით სრულიად უცხო ადამიანი ავსებდა და საბოლოოდ ის თვითრეალიზებული, საზოგადოებისათვის მისაღები და ბედნიერი კაცი გახდა.