"აფხაზეთის ციხეებში არსებული პირობები, პატიმრებისთვის წამებას და არაადამიანურ მოპყრობასა უთანაბრდება" — DRI
ფოტო: ნინო გოგუა / OC Media
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), აფხაზეთის ე.წ სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებული პირობები, პატიმრებისა და მსჯავრდადებულებისთვის წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და დასჯას უთანაბრდება.
- "აფხაზეთის პატიმრობის დაწესებულებებში სასჯელის მოხდის პირობები საფრთხეს უქმნის პატიმრებისა და მსჯავრდადებულების ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და ფსიქიკურ მდგომარეობას, ეწინააღმდეგება სასჯელის ჰუმანურობის პრინციპებს, აქვს აშკარა სადამსჯელო ხასიათი და ხელს უშლის დამნაშავის რეაბილიტაციის მიზნებს", — წერს DRI.
დეტალები: DRI წერს, რომ აფხაზეთის ციხეებში პრობლემაა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების არარსებობა, სანიტარული ნორმების დაუცველობა, საკნებში საწოლების სიმცირე, დღის წესრიგის ორგანიზებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა.
- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სიმწირე: "მსჯავრდადებულების თავისუფლების აღკვეთის რეალიზება უნდა მოხდეს ისეთი კატეგორიის დაწესებულებებში, რომელიც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის პროპორციულია. თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ასეთი სახის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები არ არსებობს", — წერს DRI.
- მათივე თქმით, აფხაზეთში, სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულები ერთ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს, ხოლო დრანდის საგამოძიებო იზოლატორში ყველა მსჯავრდადებული სასჯელს იხდის ერთი და იგივე პირობებში, ჩადენილი დანაშაულის ხარისხის მიუხედავად.
- არასრულწლოვან და ქალ მსჯავრდადებულთა უფლებრივი მდგომარეობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში: აფხაზეთში ქალთა და არასრულწლოვანთა სასჯელის მოხდის სპეციალური დაწესებულები არ არსებობს, რის გამოც ქალ და არასრულწლოვან პატიმრებს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაქვემდებარებულ სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ათავსებენ: "ქალების საკნები იმავე სართულზეა განთავსებული, სადაც მამაკაცების საკნებია", — წერს DRI.
- სოხუმის პოლიციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების საკნებში პატიმრების მოთავსების პირობები: DRI წერს, რომ სოხუმის პოლიციის დეპარტამენტში განთავსებულია ორი დროებითი მოთავსების საკანი, სადაც დაკავებულის მოთავსება მხოლოდ სამ საათამდე დროითაა დასაშვები:
- "საკნების კედლები მთლიანად წარწერებითა და ნახატებითაა დაფარული, რომელთა უმეტესობა კრიმინალური სამყაროს სიმბოლიკას ასახავს. საწოლის ლეიბების და თეთრეულის სანიტარული მდგომარეობა მიანიშნებს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოცვლილა. ამასთან, საკნებში არაა ელექტრობა და ზამთრის კლიმატისთვის ადაპტირების პირობები".
- შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის რაიონული განყოფილების დროებითი მოთავსების იზოლატორი: DRI-ის თქმით, გალის პოლიციის დეპარტამენტს ექვემდებარება დროებითი მოთავსების იზოლატორები, სადაც კედლები დაფარულია სხვადასხვა სახის ნახატებითა და წარწერებით.
- დროებით მოთავსების იზოლატორში განთავსებულია რვა საკანი, რომელთაგან ფუნქციონირებს მხოლოდ სამი. საკანში საწოლები ერთმანეთისგან გამოყოფილი არაა, რაც არ შეესაბამება სანიტარულ ნორმებს.
- ფანჯრების გისოსებზე აკრულია ნაჭერი, რაც ხელს უშლის საკანში დღის შუქის შემოსვლას; საკანალიზაციო მილების დაზიანების გამო, ყველა დაკავებულს ერთი საერთო სველი წერტილით უწევს სარგებლობა.
- "საბნები და თეთრეული ცუდ სანიტარულ მდგომარეობაშია, რაც მიანიშნებს, რომ არ ხდება მათი საჭიროებისამებრ გამოცვლა", — წერს DRI.
ბოლო ხაზი: აფხაზეთის ე.წ სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში ოკუპირებული აფხაზეთის ომბუდსმენმა ანას ქიშმარიამ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს 2024 წლის 14 მარტს წარუდგინა. დე ფაქტო პარლამენტმა ანგარიში ცნობად მიიღო.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები