სომეხი მაღალჩინოსანი რუსეთს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის "დაბრუნებაში“ ადანაშაულებს
ფოტო: სომხეთის უშიშროების საბჭო
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა რუსეთი დაადანაშაულა სომხეთისთვის მთიანი ყარაბაღის წართმევასა და მისი აზერბაიჯანისთვის დაბრუნებაში. ეს განცხადება დაგმო როგორც მოსკოვმა, ისე — ბაქომ.
ოთხშაბათს, ჟურნალისტებთან საუბრისას, უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა თქვა, რომ რუსეთი "მოვიდა, მთიანი ყარაბაღი გამოგვაცალა ხელიდან, დაუბრუნა აზერბაიჯანს და წავიდა".
მან, ასევე, თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის მეორე ომი რუსეთის თანხმობის გარეშე "არ მოხდებოდა“.
გრიგორიანის თქმით, სომხეთის სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან, რომელზეც სომხეთი "სრულად იყო დამოკიდებული", "96%-დან 10%-ზე ნაკლებამდე" დაეცა და აღნიშნა, რომ ეს იყო "რუსეთის გადაწყვეტილება და არჩევანი".
"რუსეთმა გადაწყვიტა, არ მოეწოდებინა იარაღი და საბრძოლო მასალა, ეს მას დღემდე არ გაუკეთებია”, — თქვა გრიგორიანმა. მისივე განცხადებით, რუსეთი "რეგულარულად ჩივის“, რომ სომხეთი იარაღს სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს.
მან, ასევე, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხებებს უკრაინის წინააღმდეგ ომს უკავშირებს, გადაზიდვები ომის დაწყებამდეც შეფერხდა.
"სახელების თქმა არ მინდა, მაგრამ ერთ სომეხ მაღალჩინოსანს უთხრეს, რომ თუ რუსეთი სომხეთს იარაღითა და საბრძოლო მასალებით მოამარაგებს, სომხეთის პოზიციები გამკაცრდება [რუსეთის მიმართ]. ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ისინი [იარაღს] არ გვაწვდიან“, — განაცხადა გრიგორიანმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ მკაცრად გააკრიტიკა გრიგორიანის განცხადება და თქვა, რომ "ასეთი ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ ხალხს“.
"ამ ქვეყნის მოქალაქეებმა დაიცვეს თავიანთი ტერიტორია, გაწირეს სიცოცხლე და ეს ისტორიულად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს", — განაცხადა ზახაროვამ. "როგორ შეიძლება მათი ხსოვნის ღალატი ასე ცინიკურად? [...] ვინ მისცა უფლება ადამიანებს, რომლებიც ეყრდნობიან გარედან მიღებულ დახმარებას, ასე მიაყენონ შეურაცხყოფა თავიანთ ხალხს?“
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმაც, ასევე, აღნიშნა, რომ გრიგორიანის პრეტენზიები იმის შესახებ, რომ რუსეთმა "დაუბრუნა“ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს, "აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს“.
ეს განცხადება დაგმო ბაქომაც. პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმატ ჰაჯიევმა თქვა, რომ ეს არის "სხვა არაფერი, თუ არა სომხეთის წინა და ამჟამინდელი პოლიტიკურ-სამხედრო ხელმძღვანელობის დამარცხების დაფარვის მცდელობა, სხვებზე გადაბრალება და საკუთარი თავის გამართლება".
"როგორც 44-დღიანი სამამულო ომი, ასევე, ანტიტერორისტული ოპერაცია, შესწავლილია, როგორც უნიკალური სამხედრო ოპერაციები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სამხედრო აკადემიაში", — თქვა ჰაჯიევმა და იგულისხმა მთიანი ყარაბაღის მეორე ომი და აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის თავდასხმაა და მთიან ყარაბაღზე კონტროლის აღება.
"სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი განცხადებები ასახავს რევანშისტული ფანტაზიების არსებობას სომხეთის პოლიტიკურ-სამხედრო ხელმძღვანელობის აზროვნებაში“, — თქვა მან. "სომხეთის პოლიტიკურ-სამხედრო ხელმძღვანელობის პირებს ვურჩევთ, მთლიანად მიატოვონ რევანშისტული და რევიზიონისტული ოცნებები და დაასრულონ მილიტარიზაციის პოლიტიკა, რათა თავიდან აიცილონ ისტორიული შეცდომების გამეორება."
ბოლო კვირების განმავლობაში აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია სულ უფრო ხშირად ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთი ემზადება შემდგომი კონფლიქტისთვის.
საფრანგეთთან ბოლო შეთანხმების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც სომხეთმა CAESAR-ის საარტილერიო სისტემები შეიძინა, აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია APA-მ განაცხადა, რომ "ყარაბაღის მესამე ომი გარდაუვალია“.
"აზერბაიჯანი არასოდეს დაუშვებს სომხეთის სამხედრო ბალანსის შეცვლას და მტკიცედ უპასუხებს ყველა პროვოკაციას“, — ნათქვამია სტატიაში. "ოფიციალურმა ერევანმა არ უნდა დაივიწყოს ეს ფაქტი, ისევე, როგორც ის, რომ მომდევნო სამხედრო კონფლიქტმა, შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს სომხეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობა".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები